მთავარისიახლეებიპოლიტიკაწუხელ თბილისში, სამგორში მკვლელობა მოხდა

წუხელ თბილისში, სამგორში მკვლელობა მოხდა

Published on

წუხელ თბილისში, სამგორში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი, გიორგი გაბროშვილი. ასე ტრაგიკული შედეგით დასრულდა სიტყვიერი დაპირისპირება, რომელიც  მკვლელობაში ბრალდებულსა  და ორ პირს შორის მოხდა. 
 
ბრალდებულმა ორივეს მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე კი კლინიკაშია მოთავსებული.
 
თავდაპირველად საუბარი იყო ვერსიაზეა, რომ  სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო მაშინ, როცა  გარდაცვლილი და მისი თანმხლები ცდილობდნენ  შეეჩერებინათ  მკვლელი, რომელიც   უმოწყალოდ სცემდა  ცოლ-შვილს, თუმცა ახლა უკვე იკვეთება სხვა ვერსია, რომლის თანახმად, ინცინდენტი ეჭვინობის ნიადაგზე მოხდა.
 
 შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ  თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული არტურ ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს
 
,,გამოძიებამ დაადგინა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დაკავებული თბილისში, ყვარლის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს ეჭვიანობის ნიადაგზე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ჩხუბში ჩაერთო იქვე მცხოვრები, 1977 წელს დაბადებული გიორგი გაბროშვილი, რომელსაც ურთიერთშელაპარაკებისას არტურ ს-მ ცივი იარაღით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
 
დაკავებული ჩადენილ დანაშაულ აღიარებს. სამართალდამცველებმა დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით)“ – აცხადებენ შს სამინისტროში..

სიახლეები

ნიკა გვარამია თავისუფალია

„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულება დღეს, 12 თებერვალს დატოვა. მას...

ბერ ნარიმანის კარებიდან ნაწერები ჩამოხიეს, ნათურა ჩამოაგდეს, ხატები კი მოიპარეს

მდუმარე ბერის ნიკოლოზის საცხოვრებელი ბინიდან, ჯერაც დაუდგენელმა პირებმა ნათურა ჩამოაგდეს, ნაწერები ჩამოხიეს და ხატები...

თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში: მერიის განცხადება და გამოხმაურებები

თბილისის სატელევიზიო ანძა ირანის დროშის ფერებში განათდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ეს უკავშირდება ირანის...

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ზუგდიდის სასამართლოსთან აქცია გამართეს

მოკლული ნათია აფხაზავას ოჯახის მდუმარე აქცია ზუგდიდის სასამართლოსთან - მსხვერპლის ახლობლები მოითხოვენ, რომ ბრალდებულ...