მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩვენ მთავრობაში გვყავს ძალიან ბევრი მტერი, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს...

„ჩვენ მთავრობაში გვყავს ძალიან ბევრი მტერი, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ სამწუხაროდ საქართველოს გადარჩენა ამ გუნდთან ერთად არ გამოვა“ – სანდრა-ელისაბედ რულოვსი წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდა [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები სანდრა ელისაბედ რულოვსთან ერთად წალენჯიხაში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა სანდრა რულოვსთან შეხვედრა  ოვაციებით გამოხატეს  და განაცხადეს რომ წალენჯიხამ პირველ ტურში სწორი არჩევანი გააკეთა და მეორე ტურშიც აუცილებლად საკუთარ სიტყვას იტყვის.
სანდრა რულოვსმა,  "ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მურთაზ ზოდელავამ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამოხატული მაღალი ნდობისთვის მადლობა გადაუხადეს და მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდეს.„წალენჯიხაში ძალიან კარგი განწყობაა, მორჩა უკუსვლა, საქართველო უნდა განვითარდეს და წავიდეს წინ. მიუხედავად დაშინებისა, პასპორტების წართმევისა, ხალხი მაინც მტკიცედ დგას. მთავარია, არავინ არ დარჩეს სახლში და ყველა მივიდეს უბნებზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდასაჭერად“- განაცხადა სანდრა რულოვსმა.ედპ-ს ლიდერი დარწმუნებულია, რომ ქართველი ამომრჩეველი საბოლოო გამარჯვებას 28 ნოემბერს გააფორმებს, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის კანდიდატს უარს ეტყვის."ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის. ხალხს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში რეალური ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს ბიძინა ივანიშვილის, "ქართული ოცნების" შეცვლის შემთხვევაში. წალენჯიხაში გაერთიანებულმა ოპოზიციამ დიდ გამარჯვებას მიაღწია და რაც არ უნდა მინისტრები აგზავნოს ივანიშვილმა რაიონებში, რაც არ უნდა სდიონ პირადობის მოწმობებს და საარჩევნო კამპანიაში ე.წ. ძველი ბიჭები ჩართონ, ვერაფერს მიაღწევენ. თქვენ თვითონ ნახეთ ხალხის განწყობა, ისინი ემზადებიან 28 ნოემბერს გამარჯვების გასაფორმებლად"- აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
"ჩვენ წალენჯიხაში არჩევნები მოვიგეთ და მეორე ტურშიც ხალხი უნდა მივიდეს არჩევნებზე და საბოლოოდ უარი უნდა უთხრას ამ ხელისუფლებას. რა ხერხებსაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ, ეს მთავრობა დასრულებულია"- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ. დღეს წალენჯიხაში სანდრა რულოვსმა გრიგოლ ვაშაძის მხარდასაჭერი ბუკლეტი და საინფორმაციო გაზეთები დაარიგა.
 
 
 
 

 

 

სიახლეები

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...

2022 წლის შემდეგ პირველად, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელოფონო საუბარი შედგა

2022 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის...

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას ითხოვენ

საქართველოს პენცენტრი და Pen International ზვიად რატიანთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ და პოეტის გათავისუფლებას...