მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბრუნდება ნაციონალური მოძრაობის საწინაღმდეგოდ და ყოველთვის ქართულ...

ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ ბრუნდება ნაციონალური მოძრაობის საწინაღმდეგოდ და ყოველთვის ქართულ ოცნებასთან იქნება

Published on

ვბრუნდები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ყოფილ პოლიტიკურ თანაგუნდელებთან კონსულტაციის გარეშე მიიღო და მისთვის უცნობია, რა პოზიცია აქვს ირაკლი ალასანიას ან პარტიის სხვა ყოფილ ლიდერებს. ჩიქოვანის განცხადებით, მისთვის უცნობია, დაბრუნდებიან თუ არა ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში“.
 
“ის გარემოება, რომელიც დღეს დგას საქართველოში, აბსოლუტურად მიუღებელია და ის ანტაგონიზმი და დაპირისპირება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს საზოგადოებას, მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა პრობლემები, დღეს აუცილებელია ყველამ ერთად შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც არ დაუშვებს საქართველოში ძალადობის დაბრუნებას. ვბრუნდები “ნაციონალური მოძრაობის” საწინააღმდეგოდ! მე გეტყვით იმას, რომ “ქართული ოცნების” ვერტიკალში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელთან ერთადაც მამოძრავებს განსაკუთრებული დამოკიდებულება. ყოველთვის ვიქნები მათთან ერთადაც და ვიქნები ოპონირებაშიც“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...