მთავარისიახლეებისამართალითვითმკვლელობა თუ მკვლელობა? - ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის პატიმარი გარდაიცვალა

თვითმკვლელობა თუ მკვლელობა? – ქუთაისის მეორე საპყრობილეში 25 წლის პატიმარი გარდაიცვალა

Published on

ქუთაისის მეორე საპყრობილეში – 25 წლის  მსჯავრდებული ემილ ხოფერია  საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.   პატიმარმა  სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ასეთია ამ დროისთვის დასახელებული ოფიციალური ვერსია.
 
,, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია. თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა. ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს" – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
 
ოჯახი კი ციხის ადმინისტრაციას პატიმრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მათივე მტკიცებით, ცხედარი დასახიჩრებულია, რის გამოც ისინი დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ.
 ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ, პატიმრისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექციათ.
 
ხოფერიებისთვის საეჭვოა გარდაცვლილის ის წერილიც, სადაც ბრალდებული თვითმკვლელობაზე საუბრობს. ემილ ხოფერია ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, მას სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 თვის შემდეგ უნდა დაეტოვებინა.
 
"მიიყვანეს მკვლელობამდე, მერე არ ვიცი მორგში ხომ მიჰყავთ, რა გააკეთეს ამოუჭრეს რამე? რა საჭირო იყო იმხელა გადაჭრები, მთლიანი ყელი გადაჭრილია და ტანი,"- აცხადებს, გარდაცვლილის დეიდა, ვიოლეტა ხოფერია.
გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია კი ამბობს, რომ არსებული გარემოებები იმაზე მიუთითებს, რომ პატიმარს თვითმკვლელობის ჩადენისკენ უბიძგეს.
 
"წერილი არის ქართულად დაწერილი, ქართულად არ წერდა ის. კარგი კალიგრაფიით და ძაან დალაგებული აზრით, ეგ რუსულ სკოლაში სწავლობდა, ქართული არ იცოდა,"-აცხადებს გარდაცვლილის ბიძა, ავთანდილ ხოფერია.
 
 გარდაცვლილი გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს.

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...