მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპარლამენტში და ჩაუშესკუს ყოფილი კომუნისტური პარტიის...

“ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპარლამენტში და ჩაუშესკუს ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი დაიმოწმა” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
სააკაშვილის თქმით, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ევროპარლამენტში სხვა მხარდამჭერი ვერ იპოვა და მხოლოდ ჩაუშესკუს კომუნისტური პარტიის ყოფილი წევრის მხარდამჭერა მიიღო.
 
"მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და ვიტყვი ვინ ხარ შენ – ივანიშვილმა მეტი ვერავინ იპოვა 600 კაციან ევროპულ პარლამენტში, თუ არა ერთი ლატვიელი რუსეთთან დიდი ხნის კავშირებში შემჩნეული, რომელსაც ხელ არ ართმევს ევროპარლამენტში არავინ, ეს არის რუსეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში შემჩნეული დეპუტატი და მეორე ჩაუშესკუს რუმინული ყოფილი კომუნისტური პარტიის წარმომადგენელი. ჩაუშესკუს წარმომადგენელი დაიმოწმა. მე ვიყავი ჰელსინკში ვაშაძესთან ერთად და ასეთი ეიფორია ევროპაში დიდი ხანია არ მახსოვს,. ანგელა მერკელი გერმანიის ერთპიროვნული ლიდერი, ვიღაცა ის რუმინელი ჩაუშესკუს დეპუტატი კი არა, გაურკვეველი, იმის გვარი პირველად გავიგე, ანგელა მერკელი, გერმანიის კანცლერი ევროპის ერთპიროვნული ლიდერი, ყველა შეხვედრა გააუქმა დემონსტრაციულად შეხვდა გია ვაშაძეს და ძალიან თბილი და ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
საქმე ეხება, ევროპარლამენტის რუმინელი დეპუტატ ვიქტორ ბუშტინარს, რომლის თქმითაც, ყოფილი ელჩი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატია პრეზიდენტობის შესაფერისი ვერ იქნება.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...