მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და არჩევნების თარიღს ცესკოზე ადრე...

კახი კალაძე Edison Research-ის კვლევას ეხმაურება და არჩევნების თარიღს ცესკოზე ადრე (!) ასახელებს

Published on

ცესკო-მდე არჩევნების თარიღი თბილისის მერმა დაასახელა. კახა კალაძის თქმით, 28 ნოემბერს დადასტურდება, რომ სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.
 
თბილისი მერი გამოეხმაურა, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს,  რომელიც ორგანიზაციამ „რუსთავი 2"-ის დაკვეთით ჩაატარა და რომლის მიხედვით, მეორე ტურის წინ გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს. მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
 
„გაკეთებული იყო მიზანმიმართულად, რომ რეზოლუცია რომელიც გუშინ იქნა გაჟღერებული ევროპარლამენტში, გადაეფარათ, თუმცა რამდენად გამოუვათ, ეს არ ვიცი.
 
კვლევებს რაც შეეხება, ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე, საზოგადოების აზრზე მანიპულირება. ჩვენ თუ გადავხედავთ, ყველა წლების განმავლობაში, თუ როგორ ცხადდებოდა კვლევები, რა შედეგებს გვეუბნებოდნენ და აწვდიდნენ მოსახლეობას და რა შედეგებს ვიღებდით არჩევნების შემდეგ. იყო კვლევა გამოქვეყნებული , ამ კომპანიის მიერ, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთოდ მესამე ადგილზე იყო, თუმცა რეალობა განსხვავებული აღმოჩნდა, 28 ნოემბერს განსხვავებული რეალობა აღმოჩნდება,“- განაცხადა კახა კალაძემ.

სიახლეები

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...