მთავარისიახლეებიპოლიტიკაარჩევნების თარიღი ჯერ ისევ უცნობია - ცესკოს სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო

არჩევნების თარიღი ჯერ ისევ უცნობია – ცესკოს სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო

Published on

 დღეს 13:00 საათზე უნდა გარკვეულიყო როდის დაინიშნება  არჩევნები, თუმცა  ცესკოს სხდომა გაურკვეველი მიზეზებით 19:00 საათამდე გადაიდო. 

სხდომის დასრულების შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი დაინიშნება თუ არა არჩევნები 28 ნოემბერს, შუა კვირაში, ოთხშაბათს.

„ეს თარიღი ქვეყნის შიგნით იქნება უქმე დღე, თუ ეს დაემთხვევა სამუშაო დღეს.  ეს იქნება ცესკოს კომპეტენცია,“-ამბობს ეკა ბესელია.

კანონი  სამუშაო დღეს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას არ კრძალავს, ასე რომ არ არის გამორიცხული კენჭისყრის დღედ სწორედ 28 ნოემბერი გამოცხადდეს, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს პრობლემებს შეუქმნის.
 
 
საპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა მიზანმიმართულად ხდება, რადგან სამუშაო დღეს ხალხი ვერ შეძლებს რაიონებში ჩასვლას, უცხოეთში მცხოვრებლები კი სამუშაოს საათების გაცდენას. თუმცა „ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ ეს „ქართულ ოცნებას“ დამარცხებისგან ვერ იხსნის.
 
„ეს ადასტურებს, რომ „ქართული ოცნებას“ და ცესკო ერთობლივად არიან ჩართული საარჩევნო პროცესებში.
 
მაშინ, როდესაც ხარ ავტორი განცხადებების საკუთარი ქვეყნისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეუძლებელია ასეთი ხრიკებით მიიღო უპირატესობა,“-ამბობს ირაკლი აბესაძე.
 
"ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თუ არჩევნები სამუშაო დღეს დაინიშნა, ქვეყნის ხელისუფლებისთვის სამარცხვინო იქნება.
 
"40% არ ცხოვრობს რეგისტრაციის ადგილას, ამიტომ ეს არის უზარმაზარი ადამიანთა რაოდენობა, რომლის ტოტალურ მობილიზებას აპირებენ, იმისათვის, რომ ორგანიზებულად მოხდეს არჩევნებში მათი მონაწილეობა და ბუნებრივია რომ ამის მექანიზმი არის დაშინება და მოსყიდვა,"-ამბობს რომან გოცირიძე. 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...