მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივას მსოფლიო ლიდერები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის ინიციატივას მსოფლიო ლიდერები სხვადასხვაგვარად აფასებენ.

Published on

 საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის  ინიციატივას  რუსეთის, ჩინეთისა  და ამერიკისგან ევროპის დასაცავად ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ მსოფლიო ლიდერები სხვადასხვაგვარად აფასებენ. 
 
ევროპა უნდა მოძრაობდეს ნამდვილი ევროპული არმიის შექმნისკენ. მხოლოდ ძლიერ ევროპას შეუძლია დაიცვას თავისი ფასეულობები. – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 
 
„დრო, როდესაც სხვებზე ვიყავით დამოკიდებული, გავიდა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, როგორც ევროპელებმა, საკუთარ ხელში უნდა ავიღოთ ჩვენივე ბედი. ერთხელაც ნამდვილი ევროპული არმიის შექმნის ხედვებზე უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა. მისივე თქმით, ეს იდეა ნატოს წინააღმდეგ არ არის მიმართული და ევროპული არმია შეიძლება გახდეს ალიანსის კარგი დამატება.'' აცხადებს მერკელი.
 
 
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მკაცრად გააკრიტიკა   შეურაცხმყოფელად შეაფასა ევროპული არმიის შექმნის იდეა. მისი თქმით, ევროპამ ნატო-ს ბიუჯეტში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს სამართლიანად..
 
„ემანუელ მაკრონი ევროპის, აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთისგან დაცვისთვის საკუთარი არმიის შექმნის იდეით გამოდის. თუმცა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანია იყო. რა შედეგი გამოიღო ამან საფრანგეთისთვის?! მათ პარიზში გერმანულის სწავლა მანამ დაიწყეს, ვიდრე აშშ გამოჩნდებოდა. გადაიხადეთ ნატო-სთვის ან არა“, – დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
 
 

სიახლეები

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...

ხვალიდან შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა მიკროავტობუსებით აიკრძალება

2026 წლის 1-ლი იანვრიდან შორ მანძილზე მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანა აღარ იქნება შესაძლებელი - ამის...

პროევროპული აქციის მონაწილეები ახალ წელს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან

უწყვეტი პროტესტის მე-400 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ისევ შეიკრიბებიან. ხალხი ახალ...

გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც როგორც ქართველ ხალხს სჯერა ევროკავშირის – EU წარმომადგენლობა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყანას შობა-ახალ წელს ულოცავს და მშვიდობას უსურვებს, ასევე, თანადგომას ჰპირდება: „გილოცავთ...