მთავარისიახლეებიპოლიტიკაგაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურაში საგარანტიო სერთიფიკატის თაობაზე დაიბარეს

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელი პროკურატურაში საგარანტიო სერთიფიკატის თაობაზე დაიბარეს [Video]

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, ის პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ანა წითლიძის განცხადებით, საქმე ეხება საგარანტიო სერთიფიკატებს, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ გასცა. ამ სერტიფიკატებით ოპოზიციური პარტია მათ გარანტიას აძლევს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის ზარალი აუნაზღაურდებათ, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ მიაყენა. „ხელისუფლებამ როცა იწვნია პირველ ტურში მარცხი, უკვე მეორე ტურში პროკურორებიც ჩართო რომ გამოიყენოს ყველანაირი მანიპულაციები და მოახდინოს ამომრჩეველზე ზეწოლა. ჩვენ გავაეცით დაახლოებით 600-მდე სერთიფიკატი, პროკურატურაში დაბარებულია 25-მდე ადამიანი, ვისზეც გაიცა ეს სერთოფიკატი, აქ საეჭვოა ის, რომ მხოლოდ ერთადერთო კითხვა აქვთ ყველასთან, და პროკურატურა ეკითხება მათ, რატომ სჯერათ გაერთიანებული ოპოზიციის. „- განუცხადა ჟურნალისტებს წითლიძემ. მასთან ერთად პროკუტრატურაში დაბარებული იყო ერთ-ერთი დევნილი ინეზა ფარულავა. რომელმაც განაცხადა, რომ მისი ოჯახი ამ ხელისუფლების პირობებში თავს დაჩაგრულად გრძნობს და ამის გამო შეავსო საგარანტიო სერთიფიკატი. პარტიის ინიციატივა საგარანტიო სერთიფიკატებზე სპეციალური სახელმწიფო ფონდის შექმნას გულისხმობს, რომლის ბიუჯეტი 2,5 მილიარდი ლარი იქნება

 

 

 

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...