მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სადავეები უჭირავს ერთ პირს, ეგ მოშორდება და ყველაფერი კარგად იქნება" - თბილისის...

“სადავეები უჭირავს ერთ პირს, ეგ მოშორდება და ყველაფერი კარგად იქნება” – თბილისის მოსახლეობა

Published on

 მძიმე სოციალური ფონი, რომელიც ლარის გაუფასურებამ კიდევ უფრო დაამძიმა – თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ერთი ნაწილი ქართული ოცნების 6-წლიან მმართველობას აფასებს.
 
მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ხელისუფლების დანაპირები, რომ პენსია გაიზრდება 20 ლარით, რეალურად არაფერი შეიცვლება, რადგან ფასები რეკორდულად არის გაზრდილი.
 
„20 ლარის მომატება არაფერს არ ნიშნავს, ლარი გაუფასურდა და ფასები გაიზარდა,“ -ამბობენ თბილისში.
 
პენსიონერები ამბობენ, რომ ლარის გაუფასურება განსაკუთრებით მათ დააწვათ, რადგან იმ თანხით, რასაც იღებენ, ვეღარაფრის ყიდვას ვეღარ ახერხებენ.
 
„მშიერი დავდივართ პენსიონერები,“ – ამბობენ თბილისში.
 
დედაქალაქში ფიქრობენ, რომ არ შეიძლება, მართვის სადავეები მხოლოდ ერთ პარტიის ხელში იყოს. აუცილებელია, რომ ძალთა გადანაწილება სხვადასხვა პარტიებში მოხდეს.
 
„პრეზიდენტის ინსტიტუციის ოპოზიციისთვის გადაცემა დღეს ქვეყნისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. თუ პრეზიდენტის ინსტიტუტი იქნება ოპოზიციის ხელში, მაშინ მთავრობა უფრო ეფექტურად იმუშავებს ქვეყნის პრობლემების მოგვარებისთვის,“ -აცხადებენ თბილისში.
 
თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ნაწილი აცხადებს, რომ თავიდან თვემდე თავი ნასესხები ფულით გააქვთ. დედაქალაქში ამბობენ, რომ არჩევნებზე მისვლის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მაინც არაფერი იცვლება. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოქალაქეებმა სწორი არჩევანი გააკეთონ.
 
„ყველაფერი სადავეები უჭირავს ერთ პირს, ეგ მოშორდება და ყველაფერი კარგად იქნება,“ -აცხადებენ თბილისში. 

სიახლეები

ამინდი საქართველოში ქალაქების მიხედვით: 30-31 მარტი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 მარტიდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან...

ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, უარი არ უნდა თქვას – მიტროპოლიტი ისაია

ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ისაიამ მომავალი პატრიარქის არჩევის მოახლოებაზე ისაუბრა: "ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები...

უკრაინულმა უპილოტოებმა ყირიმზე სამი რუსული “სმერჩი” გაანადგურეს

უკრაინის უპილოტო სისტემების ძალებმა ოკუპირებულ ყირიმზე რუსეთის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა БМ-30 სმერჩის სამი...

ტაგანროგი ორი საათის განმავლობაში ზანზარებდა – უკრაინული შეტევები მასირებული ხდება

რუსეთში, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგზე უკრაინულმა დრონებმა მასობრივი იერიში მიიტანეს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობების...