მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება - თამარ ჟვანია საგანგებო...

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს ჩატარდება – თამარ ჟვანია საგანგებო განცხადებას ხვალ გააკეთებს

Published on

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, სავარეაუდოდ, 28 ნოემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანმა“ გაავრცელა. ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხვალ 13:00 საათზე სხდომააა ჩანიშნული. ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის მითითებული სხდომის დღის წესრიგი, თუმცა სავარაუდოდ, სწორედ ხვალინდელ სხდომაზე შეაჯამებს ცენტრალური საარჩევნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებს და ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ხელს მოაწერს შემაჯამებელ ოქმს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის საიტზე დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება.
 
 
შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან ორი კვირის შემდეგ კი არჩევნების მეორე ტური დაინიშნება. თუ ცესკო შემაჯამებელ ოქმს ხვალ გამოაქვეყნებს, შესაბამისად, მეორე ტურის თარიღად 28 ნოემბერი დასახელდება.
 
28 ნოემბერი ოთხშაბათია და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა შუა კვირაში დანისნული არჩევნების გამო მეორე ტურში მონაწილეობას ვერ იიღებენ ემიგრანტები.
 
აღსანისნავია, რომ პირველი ტური „ოცნებისგან“ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საზღვარგარეთ თითქმის ყველგან წააგო.
 
ერთი ვერსიით, ხელისუფლება არჩევნებს 25 ნოემბერს იმიტომ არ დანიშნავს, რომ 25 ნოებერი პანკისში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა. 2 დეკემბერს კი დათუნა სარალიძის მკვლელობიდან ერთი წელი გადის.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...