მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,რაა? სამხედროებს სამშობლოსთვის სიკვდილის უფლება აქვთ და სამშობლოს ბედზე...

მიხეილ სააკაშვილი: ,,რაა? სამხედროებს სამშობლოსთვის სიკვდილის უფლება აქვთ და სამშობლოს ბედზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ?”

Published on

ხელისუფლება შოკშია. ქართველი სამხედროების აქტიურმა გამოხმაურებამ გენერალ ჭანკოტაძის  განცხადებაზე და საპატრულო სამსახურის წარმომადგენელთა  მიერთებამ სამხედროების სულიკვეთების გამომხატველ განცხადებებზე აშკარად შეაშფოთა ,,ქართული ოცნება'' და  განცხადებას განცხადებაზე აკეთებს იმის შესახებ, რომ სამხედროფორმიან პირებს და საზოგადოდ სამხედროებს  არა აქვთ უფლება გამოთქვან თავიანთი აზრი მიმდინარე პროცესების შესახებ.

,, ქართული ოცნების'' მოლოდინების საწინააღმდეგოდ ამ გაფრთხილებებმა  ვერ შეაჩერა ტალღა, რომელიც  ღვაწლმოსილი გენერლის პრინციპულ განცხადებას მოყვა, მოულოდნელი უფრო ის იქნებოდა,რომ კობახიძესა და მის თანამოაზრეებს  რაიმე ზეგავლენა მოეხდინათ კაცებზე, რომელნიც ტყვიებს კბილებით იჭერდნენ საქართველოსთვის წარმოებულ თავდაცვით ომში რუსეთის არმიის წინააღმდეგ.

 რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს უფლება სამხედრო პირებს გამოთქვან თავიანთი აზრი ფორმით თუ უფორმოდ,  ლაკონურად განმარტავს პრეზიდენტი სააკაშვილი:

მე კარგად მახსოვს ჯარის ყოფა ვარდების რევოლუციამდე – ქვეყანას ყავდა ბევრი გენერალი და მშიერი ჯარისკაცები. მიუხედავად ამისა, ნიშანდობლივია, რომ ვერცერთი სამხედრო მოსამსახურე ვერ ბედავს მოღალატის ღია მხარდაჭერას , უბრალოდ თქვეს,რომ სამხედროებს (თან თადარიგის) არ აქვთ თურმე პოლიტიკური განცხადებების გაკეთების უფლება.

რაა?
 
სამშობლოსთვის სიკვდილის უფლება აქვთ და სამშობლოს ბედზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ? 
მე ამ ქოცურ ლოგიკას არ და ვერ გავიზიარებ…- წერს მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუქგვერდზე 

 

სიახლეები

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა...

კოალიცია ხოშტარიაზე-14 საათზე ველოდებით დასკვნას, შემდეგ გადავდგამთ საპასუხო ნაბიჯებს

კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან ბრიფინგი გამართეს....

პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია

ვლადიმირ პუტინმა 28 ივნისს აღიარა, რომ რუსეთში ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები და სხვადასხვა ტიპის საწვავის...

სტრასბურგმა 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო – ISFED

ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიული საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, 2026 წლის 25 ივნისს ადამიანის...