მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ჩემთვის არ არის განგრენა აფხაზეთი და სამაჩაბლო! რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ, არა...

„ჩემთვის არ არის განგრენა აფხაზეთი და სამაჩაბლო! რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ, არა სალომეს!” – ყოფილი სამხედრო ლევან გრიგოლია

Published on

„ჩემთვის არ არის განგრენა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ, არა სალომეს,“- ამის შესახებ ყოფილმა სამხედრომ, ლევან გრიგოლიამ „კურიერთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა.
 
ის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას შეუერთდა. სამხედროები სალომე ზურაბიშვილს მხარს არ უჭერენ და აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი არ უნდა გახდეს.
 
კამპანიას ასეულობით სამხედრო უერთდება. ისინი საკუთარ პოზიციას საჯარო განცხადებებით განმარტავენ.
 
„გამახსენდა ჩემი თაობის მებრძოლები, მათი გაჭირვება და დღევანდელი სამხედროები, ჩვენი შვილები, ოფიცრები უკვე და მათი მომავალი. წარმოვიდგინე, რომ საშინელი მომავალი ექნებათ ახალგაზრდა ოფიცრებს, სამხედროებს, მართლა პატრიოტებს,“- განაცხადა ლევან გრიგოლიამ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...