მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველო-რუსეთს შორის დავა ჰააგის სასამართლოში - ენმ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს...

საქართველო-რუსეთს შორის დავა ჰააგის სასამართლოში – ენმ იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრებს პარლამენტში იბარებს

Published on

კომიტეტებში მისვლაზე უარის თქმის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ფრაქციის სხდომაზე იბარებს.ოპოზიციას მინისტრებთან შეკითხვები ჰააგის სასამართლოში საქართველო-რუსეთს შორის დაწყებული დავის შესახებ აქვს.დეპუტატებს აინტერესებთ, როგორ იცავს ქვეყანა საკუთარ ინტერესებს და რა მტკიცებულებები წარადგინა ქართულმა მხარემ რუსეთის წინააღმდეგ.თეა წულუკიანისა და დავით ზალკალიანის პარლამენტში მისვლის შესახებ ოფიციალურ განცხადებებს სამინისტროებში „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს გადააგზავნის.
„ჩვენი შეკითხვები იქნება თუ რა ნაბიჯები განახორციელა გასული წლების მანძილზე ქართულმა მხარემ იმისათვის, რომ მიეწოდებინა ის ინფორმაცია, რაც აუცილებელია ჩვენი ინტერესების დასაცავად ჰააგაში. მონაწილეობს თუ არა ჩვენი წარმომადგენელი შესაბამის შეხვედრებში და მოვითხოვთ ამ ყველაფრის დოკუმენტებით გამყარებას,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...