მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი ალასანია: "თემა- ვინ დაიწყო ომი დახურულია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ"

ირაკლი ალასანია: “თემა- ვინ დაიწყო ომი დახურულია, ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ”

Published on

 
საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში 2008 წლის ომის შესწავლის საკითხე ისაუბრა.
 
მისი თქმით, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი საერთაშორისო თანამდეგობრობითვის, რადგან ომი რუსეთმა დაიწყო.
"ვინ დაიწყო ომი, ეს თემა დახურულია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ეს ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, რომელმაც წაახალისა ჩვენი სოფლების დაბომბვა სეპარატისტული რეჟიმის სამხედრო დაჯგუფებების მიერ. აქედან გამომდინარე, ეს შეკითხვა არ დგას. 
 
ომი დაიწყო რუსეთის ფედერაციამ და დღესაც გრძელდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია. კერძოდ, თუ როგორ აწარმოა საქართველომ თავდაცვითი ომი, რა შეცდომები დაუშვა, რადგან ფაქტია, რომ უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. მგონია, რომ კიდევ დარჩა გარკვეულ საკითხებზე პასუხები გასაცემი. როგორც კი სრულად იქნება წარმოდგენილი, ამის შემდეგ პოლიტიურ ხელმძღვანელობას, პრემიერმინისტრს, უსაფრთხოების საბჭოს წევრებს გავაცნობთ იმ ნაწილებს, რაც აუცილებელია, იცოდნენ" – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...