მთავარისიახლეებიპოლიტიკამთარგმნელი ლანა კალანდია: უნდა არსებობდეს კანონი ,, ისტორიული მეხსიერების შესახებ'', ...

მთარგმნელი ლანა კალანდია: უნდა არსებობდეს კანონი ,, ისტორიული მეხსიერების შესახებ”, რომელიც სამართლებრივად გასცემს პასუხს წარსულის მოვლენების კონიუნქტურულ ინტერპრეტაციებს

Published on

ცნობილი მთარგმნელი ლანა კალანდია სოციალურ ქსელში ეხმაურება საქართველოს უახლესი ისტორიის  ფაქტების კონიუნქტურული, სახელისუფლებო  ინტერპრეტაციის მცდელობებს და  ერთერთ გამოსავალს ხედავს “ისტორიული მეხსიერების“ შესახებ კანონის მიღებაში, 

,,მე მაინც მგონია, რომ არ შეიძლება მუდმივად თავს ვიმართლებდეთ: რომ ომი ჩვენ არ დაგვიწყია, რომ 9 აპრილს “დავკაში“ არ დავღუპულვართ, რომ არ ვართ ჰომოფობები და ასე შემდეგ. უნდა არსებობდეს ,( როგორც ესპანეთში) კანონი ,, ისტორიული მეხსიერების შესახებ'',  რომელიც ასეთი შინაარსის გამოსვლებს სამართლებრივად გასცემს პასუხს. მხოლოდ ასეთი კანონი დაიცავს ჩვენს უახლეს ისტორიას ყალბი ინტერპრეტაციებისგან, დაიცავს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, გაუფრთხილდება იმ ხალხის სახელსა და ღირსებას, ვინც ამ ბრძოლას შეეწირა და აგვარიდებს საზოგადოებრივ დაპირისპირებას.'' – წერს ლანა კალანდია. 

შეგახსენებთ, რომ მეხსიერების პოლიტიკა  წარმოადგენს შინაურ და გარეშე  მოწინააღმდეგეებთან პოლიტიკური ბრძოლის არენას და  ერთერთ მნიშვნელოვან მეთოდს წარსული მოვლენების სელექციის წინააღმდეგ პოლიტიკური  კონიუნქტურის შესაბამისად, რასაც ეწირება ისტორიული სიმართლე. 

რამდენადაც  გარეშე მტერი მიისწრაფვის  მოახდინოს წარსულის მოვლენების თავისი,  მტრული ინტერპრეტაცია,  სამამულო ისტორიკოსების მოვალეობაა გაუწიონ მას  წინააღმდეგობა კონტრ არგუმენტებზე დაყრდნობით და, პირველ რიგში, შესაბამისი კანონების მიღებით, რაც გააკეთეს  ესპანეთში, უფრო  ადრე კი გერმანიასა და პოლონეთში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი კანონის მღება აქტუალურია ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. 

მეხსიერების პოლიტიკა შესწავლის საგანი გახდა  ბევრ სხვა ქვეყანაში  მაშინ, როდესაც , არაერთი პრბლემა შექმნა  ერთი და იგივე ისტორიული მოვლენების  განსხვავებულად  წარმოჩენამ  და შეფასებამ სხვადასხვა საზოგადოებაში : როდესაც საზოგადოებები საკუთარი ისტორიიდან ზოგიერთ მოვლენას მნიშვნელობას ანიჭებენ, ზოგს კი ჩქმალავენ ან მათ კონიუნქტურულ ინტერპრეტაციას ახდენენ. 

საქართველოში რუსეთ-საქართველოს ომის  ხელისუფლებისმიერი ცრუ ინტერპრეტაციის ბოლოდროინდელი ცდები გვიჩვენებს, რომ მეხსიერების პოლიტიკის განვითარება  და შესაბამისი კანონის მიღება გადაუდებელი საქმეა, რამდენადაც კოლექტიური მეხსიერება პოლიტიკური პროცესების არა მხოლოდ შედეგი, არამედ მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორიცაა.

 

 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....