მთავარისიახლეებირეგიონებიდავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

დავით უსუფაშვილი ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტს შეხვდა

Published on

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი მიიღო.
შეხვედრაზე მხარეებმა დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე ისაუბრეს.

"საქართველომ დაიწყო რეალური დეცენტრალიზაცია, რომელსაც ფინანსური და ეკონომიკური საფუძვლების შექმნაც მოყვება. ქვეყანას უკვე 71 არჩეული მერი და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ჰყავს, მაშინ როცა არჩეული მერი მხოლოდ დედაქალაქს მართავდა. '' – განაცხადა უსუფაშვილმა. მან ხაზი გაუსვა ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესთან   თანამშრომლობის მნიშვნელობას საქართველოსთვის.

 ჟან-კლოდ ფრეკონის  თქმით, ამ დღეებში ქართულ მხარესთან გაფორმდება "ROAD MAP"-ის ხელშეკრულებას, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული მიმართულებით თანამშრომლობის გააქტიურებას. ეს დოკუმენტი არ არის ვრცელი, რადგან ქვეყანამ კანონმდებლობის დონეზე უმეტესი რეკომენდაცია უკვე მიიღო და მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა კიდეც. 

"ჩვენ მზად ვართ, ყველა შესაძლო გზით დავეხმაროთ საქართველოს ამ პროცესების წარმატებულად განხორციელებაში და ასევე ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების საქმეშიც . ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ოკუპაციას და ევროპის საბჭოს ყველა ხელმომწერი ქვეყანის საზღვარს პატივი უნდა ეცეს", – განაცხადა კონგრესის პრეზიდენტმა.

 

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...