მთავარისიახლეებიპოლიტიკა3 მილიონზე მეტი დავალიანება, რომელსაც გოგა ხაინდრავა ბიუჯეტში არ იხდის - რეჟისორი...

3 მილიონზე მეტი დავალიანება, რომელსაც გოგა ხაინდრავა ბიუჯეტში არ იხდის – რეჟისორი “რუსთავი2”-ის კითხვამ გააღიზიანა

Published on

3 760 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის დავალიანება, რომელსაც გოგა ხაინდრავა არ იხდის – ქართული ოცნების მთავარმა იდეოლოგმა ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეჟისორობიდან ბიზნესში გადაინაცვლა. მის კომპანიას – მიწადმოქმედთა ერთობას 2014 წელს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 34 937 ლარად ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გადასცა.
 
ღარიბაშვილის განკარგულებაში წერია, რომ მიზერულ ფასად მიწის შემდეგ ხაინდრავა ვალდებული იყო, თეთრიწყაროში 350 ათასი ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა, შეეძინა 150 ძროხა, მოეშენებინა ფუტკარი, აშენებინა სათბური და დაესაქმებინა ხალხი. თუმცა,  150-ის ნაცვლად, ადგილზე ჩასულ კურიერის გადამღებ ჯგუფს მხოლოდ ორი ძროხა დახვდა. სად არის ხელშეკრულებით ნაკისრი დანარჩენი 148 მსხვილფეხა პირუტყვი, ამ კითხვამ ხაინდრავა იმდენად გააღიზიანა, რომ დახმარების თხოვნით საპატრულო პოლიციას მიმართა.
 
ძროხების მოშენება ერთადერთი ვალდებულება არ არის, რომელიც ხაინდრავამ სახელმწიფოს წინაშე აიღო და მიუხედავად იმისა, რომ პირობა არ შეასრულა, ჯამში შეთანხმების დარღვევის გამო, ხაინდრავას ბიუჯეტის წინაშე უკვე სამ მილიონზე მეტი დავალიანება აქვს. ფულს არ იხდის და კურიერის ინფორმაციით, ხელისუფლებისგან დავალიანების ჩამოწერას ითხოვს.
 
ეკონომიკის სამინისტრომ გოგა ხაინდრავას დავალიანებაზე სატელევიზიო განმარტებების გაკეთება არ ისურვა, თუმცა, კურიერისთვის გამოგზავნილ წერილში ადასტურებს, რომ ხაინდრავას სახელმწიფო ვალი აქვს სამი მილიონი, არ შეუსრულებია საინვესტიციო ვალდებულები და ქონების მართვის სააგენტოში არ წარუდგენია ინვესტიციის დამადასტურებელი დოკუმენტები. ახლა კი სამი მილიონი ლარის ჩამოწერას ითხოვს და სახელმწიფოსთან დადებული კონტრაქტის გადახედვის მოთხოვნით ეკონომიკის სამინისტროს ორჯერ მიმართა.
 
2 ძროხა, რამდენიმე სკა და მიწებთან ერთად და მშენებარე სახლები – ასე გამოიყურება ხაინდრავას მიერ დაპატრონებული ტერიტორია თეთრიწყაროში მაშინ, როდესაც მას იქ წალკოტი უნდა გაეშენებინა.
 
გოგა ხაინდრავას კომპანიასა და სამ მილიონიან დავალიანებაზე კითხვას გაექცა ფინანსთა მინისტრიც. ის რუსთავი2-ს დაემალა.

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...