მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპერაციის დაფინანსება საარჩევნო ხმების მობილიზების სანაცვლოდ

ოპერაციის დაფინანსება საარჩევნო ხმების მობილიზების სანაცვლოდ

Published on

ჯანდაცვის სამინისტრო დიდი სკანდალში ეხვევა – ირკვევა, რომ არჩევნების წინ მძიმე ავადმყოფებს გადაუდებელ ოპერაციებს იმის მიხედვით უფინანსებენ, ვინ რამდენ ხმას მოუტანს სალომე ზურაბიშვილს.კურიერს ხელში ჩაუვარდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, მაია ლაგვილავას, მიმოწერა, სადაც ის სამინისტროს სპეციალურ კომისიას ავალებს, ზურაბიშვილსთვის საარჩევნო ხმების მობილიზების მიზნით, დააფინანსონ ბათუმელი მღვდლის შვილის გადაუდებელი ოპერაცია.ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისიის წევრებმა პაციენტების დაფინანსების საქმეების განხილვის დროს არ იციან იმ მოქალაქის გვარი და სახელი, ვის ბედსაც წყვეტენ. იმისთვის, რომ კომისიას მარტივად ამოეცნო პაციენტი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ sms შეტყობინებაში პაციენტის უნიკალური ნომერიც მიუთითა.სკანდალური sms-ის ავტორი ასეთი შეტყობინების არსებობას ადასტურებს.
მაია ლაგვილავას თქმით, ბათუმელი პაციენტის შესახებ ინფორმაცია მას პირად ტელეფონზე გაუგზავნეს, თუმცა, უარყოფს, რომ თავად მინისტრის მოადგილემ კომისიის წევრებს პრეზიდენტობის კანდიდატის თხოვნის შესრულება ურჩია. გამოდის, რომ ჯერ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან ზურაბიშვილის სახელით გაუგზავნეს მესიჯი და შეატყობინეს, რომ ბავშვის დაფინანსება პრეზიდენტობის კანდიდატს გამარჯვებისთვის სჭირდებოდა.ბავშვი, რომლის დაფინანსებასაც ქართული ოცნების რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ითხოვს, ბათუმის წმ. ნიკოლოზის ტაძრის მოძღვარის, მამა გიორგი ძნელაძის შვილია. მას წლებია, ხერხემალი აქვს დაზიანებული და ეტლით გადაადგილდება.ჯანდაცვის მინისტრმა sms-ის გაცნობის შემდეგ თქვა, რომ მნიშვნელობა არა აქვს, რა ფორმულირებით გააგზავნიან სამინისტროში დაფინანსების შესახებ თხოვნებს, რადგან განცხადებების განხილვის დროს პაციენტების სახელი და გვარი დაფარულია.სპეციალური კომისია რომ პაციენტების დაფინანსებაზე ვინაობის გასაჯაროვების გარეშე მსჯელობს, ეს ცნობილია. თუმცა, სკანდალურ sms-ში მითითებულია არა ბავშვის სახელი და გვარი, არამედ განცხადების ნომერი.
Sms, რომელმაც, ერთი მხრივ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის მომავალი, მეორე მხრივ, სალომე ზურაბიშვილის ამომრჩევლების რაოდენობა უნდა განსაზღვროს, ოპოზიციისთვის იმის მტკიცებულებაა, თუ რა მეთოდებით იბრძვის წინასაარჩევნოდ ქართული ოცნება.სატელეფონო შეტყობინების შინაარსის მიხედვით ირკვევა, რომ ბათუმელი პაციენტის დაფინანსების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს სამშაბათს უნდა ემსჯელა. კომისიის სხდომა უკვე ჩატარდა.  

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...