მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნების“ კოორდინატორმა Facebook-ზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად მითითებულია დალუქული საარჩევნო სიებიდან...

“ქართული ოცნების“ კოორდინატორმა Facebook-ზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად მითითებულია დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები – მურთაზ ზოდელავა

Published on

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს – მურთაზ ზოდელავამ დღეს ის ფოტომასალა გაავრცელა, რომელიც ფოთში არის გადაღებული და რომელზეც „ართული ოცნების“ კოორდინატორია ასახული. ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ კოორდინატორი, ირინა ჩიქობავა სამაგიდო სიაზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დღესვე ილუქება და მასთან წვდომა მხოლოდ ცესკო-ს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ.
 
„ეს არის "ქართული ოცნების“ კოორდინატორი ირინა ჩიქობავა, რომელმაც Facebook-გვერდზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად არის მითითებული დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები. ფოთში მოხდა იგივე, რაც მოხდა კრწანისში. სუს-მა და ამაში დიდი ალბათობით, ურევია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია, მისი ნებართვის ეს ვერ მოხდებოდა. აქაც უტიფრად გახსნეს საარჩევნო ყუთი, დალუქული საარჩევნო სიები. ეს ხდება იმისთვის, რომ მოხდეს გაყალბება,“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

სიახლეები

ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა მოუხსნეს

დღეს ცნობილი გახდა რომ ღარიბაშვილების ოჯახს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის...

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს

პოლონეთი საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელას მოქალაქეებისთვის ვიზებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგარეო...

ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა – სააკაშვილი

“ნახეთ რა მომხდარა - ზებრა გალიიდან პატრონს აუჯანყდა და იქიდან მიაფურთხა. ხოდა ახლა პატრონი...

უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...