მთავარისიახლეებიპოლიტიკაბაჩუკი ქარდავა: „შს მინისტრი ზუგდიდში ლამის კვირაში სამჯერ ჩადის - შსს...

ბაჩუკი ქარდავა: „შს მინისტრი ზუგდიდში ლამის კვირაში სამჯერ ჩადის – შსს ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძიოს”

Published on

სრული ძალოვანი სტრუქტურებია მობილიზებული სამეგრელოში,“ – ეს განცხადება, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ, ბაჩუკი ქარდავამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საუბრისას გააკეთა.
 
ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ხელისუფლება მეორე ტურის გაყალბებისთვის ემზადება და ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენს, მათ შორის, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების გამოყენებით.
 
ქარდავა იმედოვნებს, რომ ზეწოლის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური ამომრჩეველი აქტიური იქნება.
 
„ლამის კვირაში სამჯერ ჩადის შს მინისტრი და თავის მოადგილე დატოვებული ჰყავს მუდმივად იქ და რას აკეთებს, შსს ურთიერთობს ძველ ბიჭებთან იმისთვის, რომ ხმები მოიძიოს. ვერ უშველის ამ ადამიანებს ეს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მერე ჩვენ გვიკავშირდება, ვისაც ისინი აშინებენ და მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ უარეს შვრებიან იმიტომ, რომ საზოგადოებაში ეს გაღიზიანებას იწვევს და უფრო მეტად ხდება ოპოზიციური ამომრჩევლის მობილიზება,“ – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
 
ამ წუთებში გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში შეხვედრა მიმდინარეობს, სადაც მსჯელობენ იმ მექანიზმებზე, რომელიც „ოცნების“ მიერ გაყალბების მცდელობას უნდა დაუპირისპირონ.
 
ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ხმების დასაცავად საკუთარი ძალების სრულ მობილიზაციას მოახდენენ.
 
გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტიები, ასევე ის პარტიები, რომლებმაც მეორე ტურში მხარდაჭერა გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადეს, ერთობლივ გეგმაზე მუშაობენ. 

სიახლეები

აფეთქება ახალციხეში – ოთხი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ოთხი პირია დაშავებული. როგორც შინაგან საქმეთა...

ნაცნობ კაცს დანით სახე დაუსერა და მიიმალა – პირი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი...

პირი, რომელმაც ვაშლიჯვარში სროლის დროს ორი ადამიანი დაჭრა, დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების...

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...