მთავარისიახლეებიპოლიტიკაქართული პოლიტიკის ცენტრი დღეს ჰელსინკია.

ქართული პოლიტიკის ცენტრი დღეს ჰელსინკია.

Published on

ქართული პოლიტიკის ცენტრი დღეს ჰელსინკია. ოპოზიციის წარმომადგენლებმა ფინეთის დედაქალაქში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გავლენიან ლიდერებთან შეხვედრები გამართეს. ანგელა მერკელი გრიგოლ ვაშაძეს ჰელსინკში ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ესაუბრა. მთავარი თემა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური და ოპოზიციის ბრძოლის სტრატეგია იყო. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერი დაინტერესდა, აპირებს თუ არა ოპოზიცია გაერთიანებას მეორე ტურში გამარჯვებისთვის. გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ გერმანიის კანცლერმა კარგად იცის, როგორ ჩაიარა პირველმა ტურმა და რა პრობლემებია მეორე ტურის წინ. ევროპის სახალხო პარტიამ, რომელიც 40 ქვეყნის 2000-მდე წარმომადგენელს აერთიანებს, საგანგებო რეზოლუციის ნაწილი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს დაუთმო. დოკუმენტის მეცხრე თავში ევროგაერთიანების გავლენიანი პოლიტიკური პარტიები გმობენ ძალადობას, რომელიც ოპოზიციის წინააღმდეგ წინასაარჩევნო პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა დაადასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ევროკავშირი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი და მიხეილ სააკაშვილი კომისარს პირისპირ შეხვდნენ. ევროპის სახალხო პარტიის 24-ე კონგრესს საქართველოდან ორი პოლიტიკური პარტიის -„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები ესწრებოდნენ. ყოფილი მმართველი პარტიიდან ლიდერების ერთი ნაწილის ხმაურიანი წასვლის შემდეგ ეს იყო გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშვილის პირველი შეხვედრა. ძველ დაპირისპირებაზე დღეს მათ არ უსაუბრიათ. მათი თქმით, ახლა საერთო მიზნისთვის ერთად ბრძოლის დროა. ჰელსინკში ერთ სივრცეში მართავდნენ შეხვედრებს პეტრო პოროშენკო, მიხეილ სააკაშვილი და გრიგოლ ვაშაძე. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს. საქართველოს პარტნიორების და მოკავშირეები საპრეზიდენტო არჩვენების წინ ქვეყანას რეკომენდაციას აძლევენ, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი მოქალაქეებს, რომ მათ თავიანთი არჩევანის გაკეთება შეძლონ.

სიახლეები

შსს- დავაკავეთ პირი, რომელმაც 2023 წელს მოქალაქე დაჭრა და ადგილიდან მიიმალა

შსს-ს ინფორმაციით, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ძებნილი 2000 წელს დაბადებული ნ.ქ. დააკავეს. ბრალდებულმა ნ.ქ.-მ...

ზურაბიშვილი- ახალი შიშის დასანერგად ოცნება 90-იანი წლების სცენარს ეთამაშება

რეჟიმი ავითარებს კლასიკურ (რუსულ) სცენარს - პროვოკაცია, დაძაბულობა, მიზანმიმართული სტრატეგია დაპირისპირების გამოსაწვევად. ომის შიშის დანერგვის...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადება ამჯერად “მართულ საერთაშორისო მედიას” ეხება

ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თემო წიქვაძე განცხადებას ავრცელებს: „მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია დაზარალებული ბიძინა...

ელენე ხოშტარია დააკავეს

კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. ამის შესახებ “დროას“ ვიდეოდან ხდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა...