მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციის შტაბზე თავდამსხმელთა გათავისუფლება ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ...

ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციის შტაბზე თავდამსხმელთა გათავისუფლება ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ ოპონენტებზე თავდასხმის წახალისებას

Published on

ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ შტაბში მომხდარ თავდასხმაში ხუთივე ბრალდებული 3 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
 
ამ გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში.
 
გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე სასჯელი არადაეკვატურია, რადგან ეს წინასწარ, ჯგუფურად ორგანიზებული დანაშაული იყო.
 
ოპოზიციის განცხადებით, სასამართლომ მთავრობის დაკვეთა შეასრულა და დამნაშავეები რეალურად არ დასაჯა. ეს კი ხელს შეუწყობს წინასაარჩევნოდ ოპონენტებზე თავდასხმის წახალისებას.
 
„3000 ლარიანი გირაო ადამიანებისთვის, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, თან ძალიან სასტიკად , მათ შორის იარაღისა და ხელკეტების ტარებით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.
 
უბრალოდ შეხედონ დაზარალებულებს შეხედონ რა მდგომარეობაში არია . მერე მიეღოთ გადაწყვეტილება. თუმცა არც გვქონდა სხვა მოლოდინი, როცა საქმე გვაქვს ივანიშვილის სასამართლოსთან“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი..

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...