მთავარისიახლეებისაზოგადოებაპარლამენტში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით გამიზნულ ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობაა

პარლამენტში საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით გამიზნულ ცვლილებებზე აზრთა სხვადასხვაობაა

Published on

პარლამენტში დარეგისტრირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ინიციატივა საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ჯარიმების გამკაცრებასთან ერთად მარჯვენა საჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვასაც გულისხმობს.  პირველი მარტიდან აიკრძალება საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციაც, რაც გავრცელდება როგორც მსუბუქ ავტომობილებზე, ისე ავტობუსებზეც.  

 შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი განმარტავს,  რომ კანონპროექტის მიზანი ავტოპარკის განახლებაა. ,,ეს პროექტი ითვალისწინებს ძველი მანქანების შეზღუდვას – ახალი ავტომობილების იმპორტი უნდა გაიაფდეს, ძველი გაძვირდეს. რათა ავტოპარკი განახლდეს.," – აცხადებს იგი. 

ამ საკითხის გარშემო  აზრთა სხვადასხვაობაა საპარლამენტო უმრავლესობაშიც კი. მთი ერთი ნაწილისთვის წარმოდგენილი ცვლილებების პროექტი  მიუღებელია. გედევან ფოფხაძეს მიაჩნია, რომ გაჭირვებული ადამიანის უფლებების ხარჯზე კანონის მიღება სწორი არ იქნება

ზურაბ ტყემალაძე კი თვლის, რომ, რადგანაც  ცვლილება მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდგომ შემოტანილ ავტომობილებზე ვრცელდება, მანამდე შეძენილებთან დაკავშირებით პრობლემა არ იქნება. 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ   ამ ცლილებებით ხელისუფლება ცდილობს მიიღოს დამატებითი რეგულაციები, რაც გაუმართლებელია  ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკურ ფონზე . 

"მთავარი საზრუნავი ამ ხელისუფლების უნდა იყოს რომ ადამიანებს გაუჩნდეთ შემოსავალი, თუმცა ეს ადამიანები დამატებით რეგულაციებს აწესებენ,"- განაცხადა დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა. 

დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ რეგისტრაციის აკრძალვა არ გავრცელდება უკვე ექსპლატაციაში არსებულ მარჯვენასაჭიან და საჭეგადატანილ მანქანებსა და ავტობუსებზე და მათი ხელახალი რეგისტრაცია დასაშვები იქნება. ყოველ შემთხვევაში, პარლამენტი არ იჩქარებს პროექტის დამტკიცებას და საკითხი მიმდინარე წელს არ განიხილება. 

სიახლეები

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...

აბაშაში საქართველოს ბანკში კაცი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა-დაკავებულია ერთი პირი

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული მიმდინარე წლის...