მთავარისიახლეებისამართალიგიორგი გამსახურდიამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ინტერპოლით ძებნილის დაკავებისათვის უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის წარმატება

გიორგი გამსახურდიამ მნიშვნელოვანწილად განსაზღვრა ინტერპოლით ძებნილის დაკავებისათვის უკრაინაში ჩატარებული სპეცოპერაციის წარმატება

Published on

ზვიად გამსახურდიას ვაჟმა გიორგი გამსახურდიამ, რომელიც პოლონეთში საქართველოს საკონსულოს პოლიციის ატაშედ მუშაობს, მონაწილეობა მიიღო უკრაინაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში ინტერპოლით ძებნილი  მამუკა ხეცურიანის დასაკავებლად.  – ნათქვამია უკრაინის ეროვნული პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 
 
გიორგი გამსახურრდია ჩართული იყო პოლონეთისა და უკრაინის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგნელთა ერთობლივჯგუფში, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ხეცურიანის დასაკავებლად.
 
ბრალდებულის დაკავება უკრაინაში მოხდა.სპეცოპერაცია მაქსიმალურად მოკლე ვადაში ჩატარადა 
 
,,. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს კოლეგებს მაღალპროფესიული  ნამუშევრისთვის'' – განაცხადა გიორგი გამსახურდიამ მიმართვაში უცხოელი კოლეგებისადმი  
 
თავუის მხრივ უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელობამ მადლობა გამოუცხადა ქართველ და პოლონელ სამართალდამცველებს წარმატებული სპეცოპერაციისათვის და სიმბოლური სამახსოვრო მედლები გადასცა მათ. 
 
საქართველოს მოქალაქე,  39 წლის მამუკა ხეცურიანი პოლონეთში გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის იძებნებოდა, კერძოდ მას  ბრალად ედება პოლონეთის ქალაქ ლოძში 28 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა. ქალი 20 ოქტომბერს გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა მისი ცხედარი მომხდარი ფაქტიდან მეექვსე დღეს აღმოაჩინეს.
 
პოლონეთის პოლიციის მტკიცებით, ბრალდებულმა 20 ოქტომბერს დატოვა ქალაქი, ხოლო 21 ოქტომბერს უკრაინა-პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა. პოლონეთში არ გამორიცხავდნენ, რომ იგი შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე ყოფილიყო.
 
ხეცურიანთან ერთად ახალგაზრდა ქალის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე და ბელარუსის ერთი მოქალაქე არიან დაკავებული. მათ დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებათ ბრალად.
 
 
 

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...