გამოცემა Huffpost Arts აქვეყნებს სტატიას, სადაც ქართველი მხატვარი რომან კრიხელი მსოფლიოს 3 უდიდეს ფიგურატიულ ხელოვანთა შორის სახელდება. "მსოფლიოს ცნობილი ხელოვანები დიდი ინტერესით ელოდნენ "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერ ქალს". მას თანამედროვე "მონა ლიზაც" უწოდეს. ორიგინალის ფასი მილიონი დოლარი იყო, თუმცა კერძო აუქციონზე 4 500 000 დოლარად გაიყიდა და ყატარის სამეფო ოჯახმა შეიძინა", – წერს გამოცემა. ორი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი მხატვარი რომან კრიხელი გასაყიდად გამოიტანდა თავის ნამუშევარს "მსოფლიოს ყველაზე მშვენიერი ქალი", რომლის შეძენის მსურველთა შორის ბიძინა ივანიშვილიც სახელდებოდა. ამის შესახებ New York Post-იც იუწყებოდა: "შესაძლოა, რომან კრიხელის ნამუშევარი მილიონ დოლარად გაიყიდოს. მისი შეძენის მსურველთა შორის კი სახელდებიან "ფეისბუკის" დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, YouTube-ს თანადამაარსებელი ჩად ჰარლი და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული არტკოლექციის მფლობელია". რომან კრიხელი დაიბადა საქართველოში 1956 წელს. სწავლობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში. 16 წლის ასაკში ისრაელში გაემგზავრა. მხატვარს ისრაელის დატოვება 6 თვის შემდეგ მოუხდა, რადგან სასტუმროს გვერდით, სადაც იგი ცხოვრობდა, ტერორისტული აქტი მოხდა… ისრაელიდან რომან კრიხელი იტალიაში წავიდა, შემდეგ ამერიკაში.
სიახლეები
სიახლეები
ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა
ხარკოვზე რუსეთის იერიშის შედეგად ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. მაშველებმა ნანგრევებში სამი ცხედარი აღმოაჩინეს....
საზოგადოება
მანანა კობახიძემ პარტიების აკრძალვის სარჩელზე განრიდება ითხოვა
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ თვითგანრიდება ითხოვა. 9 ოქტომბრის შუამდგომლობის...
საზოგადოება
საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა- იოზვიაკი
„ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების პოზიცია უცვლელი დარჩა - საქართველოში პოლიტიკური უკუსვლა მნიშვნელოვნად გაღრმავდა“ -...
სიახლეები
დევნილ ოჯახებს, ვისაც არ აქვთ მიღებული ბინა შეუძლიათ, კომპენსაციის მოთხოვნა – 10 000 ლარი ოჯახის ერთ წევრზე
დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, ნაცვლად საცხოვრისისა, დევნილი ოჯახების ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა ამოქმედდება...