მთავარისიახლეებიპოლიტიკაწულუკიანის აზრები: გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის...

წულუკიანის აზრები: გრიგოლ ვაშაძეს პრეზიდენტობა მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის სხვა წევრების შესაწყალებლად უნდა

Published on

იუსტიციის მინსტრი არჩევნების მეორე ტურზე საუბრობს და გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებას პროგნოზირებს.
 
თეა წულუკიანი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვებას ქვეყანაში ძალადობრივი რეჟიმის დაბრუნებად აფასებს და აცხადებს, რომ ვაშაძეს გამარჯვება მიხეილ სააკაშვილის და მისი გუნდის სხვა წევრების შესაწყალებლად უნდა.
 
„ეს ორი კანდიდატი არიან ისინი ვინც არიან და ამ ორ კანდიდატს შორის უნდა გავაკეთოთ არჩევანი. მე ვფიქრობ და მე მინდა, ყველას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ბატონი გრიგოლ ვაშაძე არ იბრძვის საპრეზიდენტო სკამისთვის, ის იბრძვის სააკაშვილის შეწყალების უფლებისთვის. მისთვის ეს არის მთავარი. მან ეს ღიად გვითხრა და მას არ აქვს სხვა მიზანი, თუ არა მოხვდეს ამ სკამზე, რომ შეიწყალოს სააკაშვილი და სხვა ის ადამიანები ვინც დღეს ან ქართულ საპატიმროებში არიან ან კიდევ არიან ქვეყნის გარეთ საექსტრადიციო პატიმრობაში ანუ ვისი ექსტრადაციაც მოთხოვნილია,“-ამბობს წულუკიანი

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...