მთავარისიახლეებისაზოგადოებასამეგრელოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აპრიორი მხოლოდ ლებარდეს მიენიჭება

სამეგრელოში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აპრიორი მხოლოდ ლებარდეს მიენიჭება

Published on

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა. შეხვედრაზე სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განიხილეს და მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებზე იმსჯელეს. აღნიშნული კანონის მიხედვით, მაღალმთიან დასახლებად ითვლება ზღვის დონიდან 1500 მეტრის სიმაღლეზე ან ზემოთ მდებარე დასახლება.

საქართველოს მთავრობა ასევე უფლებამოსილია, სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიანიჭოს დასახლებას, რომელიც ზღვის დონიდან არანაკლებ 800 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. თუმცა, გამონაკლის შემთხვევაში, აღნიშნული სტატუსი, შესაძლოა, ზღვის დონიდან 800 მეტრზე ქვევით მდებარე დასახლებასაც მიენიჭოს. 

შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა რეგიონების რწმუნებულ-გუბერნატორებს ის 3 ძირითადი კრიტერიუმი გააცნეს, რომელთა მიხედვითაც უნდა მოხდეს მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება.

1. დემოგრაფიული კრიტერიუმი ( მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 40 წელზე მეტია, რაც საბოლოო ჯამში დასახლების დეპოპულიზაციას, ანუ მოსახლეობისაგან დაცლას იწვევს);

2. სასოფლო-სამეურნეო კრიტერიუმი (მაღალმთიანის სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს დასახლებას, რომლის მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო ან სახნავ-სათესი ფართობების ნახევარზე მეტის დამუშავება შეუძლებელია სტანდარტული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, რომელიც გამოიყენება ბარის პირობებში).

3. პერიფერიული კრიტერიუმი (აღნიშნული კრიტერიუმით ხდება იმ დასახლებების განსაზღვრა, რომელთა მოსახლეობისათვის ძირითად საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული ან გაუარესებულია). 
აღნიშნულის გათვალისწინებით, დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი მიენიჭება იმ შემთხვევაში:

• თუ ზღვის დონიდან 1000 მეტრზე ზემოთ მდებარეობს და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ერთ კრიტერიუმს; 

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800-დან 1000 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებული სამიდან ორ კრიტერიუმს

• თუ დასახლება ზღვის დონიდან 800 მეტრამდე სიმაღლეზეა და აკმაყოფილებს დასახელებულ სამივე კრიტერიუმს", – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...