მთავარისიახლეებიპოლიტიკაTI- "ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი, რომელიც მმართველმა პარტიამ დაუკვეთა და სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გაზომა,...

TI- “ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლი, რომელიც მმართველმა პარტიამ დაუკვეთა და სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გაზომა, უკანონო შემოწირულობაა

Published on

"ფსიქოპროექტის" ეგზიტპოლი, რომელიც მმართველმა პარტიამ დაუკვეთა და საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი გაზომა, უკანონო შემოწირულობაა, – ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
 
ორგანიზაციის ცნობით, ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.
 
„28 ოქტომბერს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და „ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა საზოგადოებას გააცნო კვლევითი ცენტრის „ფსიქოპროექტის” ეგზიტპოლების შედეგები, რომელთა მიხედვითაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვა. რამდენიმე მსგავსი საზოგადოებრივი აზრის კვლევა „ქართულმა ოცნებამ” წინასაარჩევნო პერიოდშიც გამოაქვეყნა. ვინაიდან მმართველ პარტიას საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს, ჩვენი აზრით, მსგავსი კვლევების დაკვეთა, რითაც იზომება დამოუკიდებელი კანდიდატის – სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი, წარმოადგენს მის სასარგებლოდ განხორციელებულ შემოწირულებას. ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ერთი პარტიის/საარჩევნო სუბიექტის მიერ მეორისგან შემოწირულების მიღება და მსგავსი ქმედება ისჯება შემოწირულების ორმაგი ოდენობის ჯარიმით.
 
აღსანიშნავია, რომ „ფსიქოპროექტს“ კვლევა უშუალოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა, განსხვავებით ადრე არსებული პრაქტიკისა, როდესაც კვლევას ტელევიზია ან არჩევნებში მონაწილე სუბიექტი უკვეთავდა, რომელთა ლეგიტიმური ინტერესიც ეგზიტპოლის შედეგების მიმართ ნათლად გამოკვეთილია და კითხვებს არ აჩენს.
 
გარდა ამისა, არჩევნების დღეს გამოიკვეთა საარჩევნო უბნების გარეთ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორების მაღალი კონცენტრაცია. მათთან კომუნიკაციის დროს იკვეთებოდა, რომ ისინი „ქართული ოცნების” წარმომადგენლები იყვნენ. ვინაიდან სალომე ზურაბიშვილის მიერ დღემდე წარდგენილ ფინანსურ დეკლარაციებში არც შრომის ანაზღაურების და არც შესაბამისი მომსახურების გრაფებში დიდი ხარჯები არ არის დაფიქსირებული, ჩნდება ეჭვი, რომ კოორდინატორები „ქართული ოცნებისგან” იყვნენ დაფინანსებული, რაც, ასევე, სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებულ უკანონო შემოწირულებას შეიძლება წარმოადგენდეს“, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
 
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიმართავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, მაქსიმალურად მოკლე დროში შეისწავლოს ეს შემთხვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ასევე, ორგანიზაცია „ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილსაც მიმართავს, რომ თავი შეიკავონ ისეთი თანამშრომლობისგან, რომელიც შესაძლო კანონდარღვევას წარმოადგენს, ასევე, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ აღნიშნული ორი ხარჯის შესახებ.

სიახლეები

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, რომელშიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები დემოკრატიის...

ირაკლი ზარქუა რასა იუკნევიჩიენეზე – რაისა „კომუნისტკა“ არ ისვენებს

"რაისა და მისი სადაქალო“ - ასე მოიხსენიებს "ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა იმ ევროპარლამენტარებს, რომლებიც,...

პროკურატურის დღევანდელმა მოწმეებმა სინდისის პატიმრების წინააღმდეგ ჩვენება ვერ მისცეს

სინდისის პატიმრების, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას,...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ატმის შეღებვის საქმეზე საგამოძიებო ორგანოებს მიმართა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ კაცი გასაყიდად გამოტანილ ატამს ღებავს. კადრებმა საზოგადოებაში...