მთავარისიახლეებიკულტურაარქეოლოგებმა დადიანების ჯვარედინა სასახლის ნაშთს მიაკვლიეს

არქეოლოგებმა დადიანების ჯვარედინა სასახლის ნაშთს მიაკვლიეს

Published on

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დადიანების ჯვარედინა სასახლის საძირკველი, იატაკი, ბუხრები, კარის თაღი და სხვადასხვა ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

სასახლე მარი ბროსეს მემუარებში აქვს აღწერილი, თუმცა მისი ადგილმდებარეობის შესახებ აქამდე უცნობი იყო. არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის ცნობით, სასახლის პარამეტრები და მისი მოყვანილობა სრულად ემთხვევა მარი ბროსეს აღწერას, რომელმაც აქ დადიანებთან ერთად აღდგომის ღამე გაათენა. ბროსეს ცნობით, სასახლის ცენტრში დიდი, 32 ადგილიანი მაგიდა იდგა, ამ სასახლეს კი დადიანები საბანკეტოდ იყენებდნენ.გათხრები ასევე მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან, სადაც არქეოლოგებმა დადიანების კიდევ ერთი სასახლის ნაშთს მიაკვლიეს. სასახლის სიგრძე 100 მეტრამდეა და არქეოლოგების ცნობით ის მეცხრამეტე საუკუნეში გადაიწვა.

აღმოჩენის ადგილები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ვიცე-გუბერნატორმა კობა ქანთარიამ და ზუგდიდის ქალაქმშენებლობის სამსახურის უფროსმა ბადრი მესხმა დაათვალიერეს.

ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, აღმოჩენა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტში ცვლილებებს გამოიწვევს. განხილვის საგანი გახდება, თუ რა სახით მოხდება ორი ახალი აღმოჩენის ტურისტულ სივრცეში მოქცევა, ერთ-ერთ ვარიანტად აღმოჩენების შემინვა განიხილება, რომელიც ძეგლებს დაზიანებისგანაც დაიცავს. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყება.

სიახლეები

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...

ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი სუსტდება, ამიტომ მან შეიძლება გააძლიეროს დარტყმები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაზე სარაკეტო და დრონებით დარტყმები, შესაძლოა, გააძლიეროს. „პუტინი სუსტდება....

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ჩიკაგოში ბარაკ ობამას საპრეზიდენტო ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტები, პირველი ლედები,...

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე 6 პირს 5-5 წლით, ხოლო ერთს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქ­ტომ­ბრის საქ­მე­ზე, ექიმ გი­ორ­გი ჩა­ხუ­ნაშ­ვილს, ასე­ვე და­ვით ჟღენტს, კონ­სტან­ტი­ნე კო­კა­ი­ას, კა­ხა­ბერ მჟა­ვა­ნა­ძეს, ზაქ­რო...