მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: „აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე მიდის“

გიორგი ვაშაძე: „აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე მიდის“

Published on

„აგონიაში მყოფი ქართული ოცნება პირდაპირ პროვოკაციებზე და ძალადობაზე მიდის,“ -.გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება. და  ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
 
ვაშაძის თქმით,   ხელკეტებით შეიარაღებულ ოცამდე პირი ახალქალაქისოპოზიციის შტაბის შენობაში შეიჭრა და ფიზიკურად გაუსწორდა  გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს. დაშავებულია ოპოზიციის სამ წევრი ისინი   სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს
 
„ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენძელ კოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს,“ – ამბობს ვაშაძე.
 
ვაშაძე ამბობს, რომ თავდასხმის მიზანს არჩევნების გაყალბება წარმომადგენელს. ვაშაძის თქმით, სწორედ ამ ადამიანებს უნდა შეეტანათ საჩივრები არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
 
 
„მე მინდა მივმართო შსს-ს და ვუთხრა, პირველ რიგში, მადლობა ვუთხრა, ძალიან ბევრ ღირსეულ პოლიციელს, რომელმაც უარი თქვა პირდაპირი პოლიტიკური დავალებების შესრულებაზე არჩევნების დღეს და აქვე მინდა მივმართო, რომ ხალხო, ეს არის პირდაპირი უკანონობა. მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ დაკავებული იქნას არტურ მკოიანის, ენზელ მკოიანის, თქვენი მაჟორიტარი დეპუტატის ძმა. ასევე, მივმართავ შსს-ს თანამშრომლებს, რომ ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომლებსაც თქვენ ალბათ, ახლაც გაძლევენ და პირდაპირ, ბატონ გახარიას მინდა მივმართო, რომ თქვენ ხართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოხდება რეაგირება ამ ფაქტთან დაკავშირებით,“ – განაცხადა ვაშაძემ.
 
 

სიახლეები

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...

რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება

რუსეთიდან გაჟღერებულ მუქარაზე ივანიშვილის გუნდში პირველი კომენტარი კეთდება - ალუდა ღუდუშაური ირწმუნება, რომ ვერანაირი...