მთავარისიახლეებიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილმა გალაქული კლანჭები გამოაჩინა. ,,მოსხსნის'' თუ არა იგი თავის კანდიდატურას მეორე...

სალომე ზურაბიშვილმა გალაქული კლანჭები გამოაჩინა. ,,მოსხსნის” თუ არა იგი თავის კანდიდატურას მეორე ტურის წინ?

Published on

 
სალომე ზურაბიშვილი გაბრაზებულია. და როგორც ჩანს, არა იმდენად ჟურნალისტებზე ( რომელთაც დაუფარავად ებუტება და დემონსტრატიულად დგება ზურგით მათი კამერების წინ), არა ამომრჩეველზე, რომელმაც მას ხმა არ მისცა, რამდენადაც  ხელისუფლებაზე , რომელიც ცდილობს არჩევნებზე ჩავარდნაში  მას შეახოცოს ხელი.
 
პარტიის წარმომადგენელთა ოფიციალურ განცხადებებში , მათ შორის კახი კალაძის განცხადებაში არჩევნებში  მათთთვის არასახარბიელო სურათის შექნის ერთერთ ძირითად ფაქტორად სახელდება ის, რომ პარტიამ არ წამოაყენა თავისი კანდიდატი და სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი. ანუ, რა გამოდის,  მარგველაშვილი შეცდომა იყო, ნარმანია შეეშალათ,  და აი, სალომე ზურაბიშვილიც –  ჯერ პრეზიდენტი არ გამხადარა და თურმე შეცდომა ყოფილა
 
სალომე ზურაბიშვილი ორი დღეა საჯაროდ არანაირ განცხადებას არ აკეთებს, მაგრამ არც ცხვარივით რომ არის თავდახრილი, ეს კარგად ჩანს ინფორმაციაში, რომელმაც მედიასა და სოციალურ ქსელებში გაჟონა. 
 
,,სალომემ უკვე გამოავლინა ნებიერა ხასიათი.კახი კალაძის ბრიფინგის მერე ძალიან გაბრაზებულა – პარტიამ ჩემზე არ იმუშავა,მოღალატეებით სავსე გყავთ პარტია,არანაირი გარანტია არა მაქვს რომ არჩევნებს არ წავაგებ, ამიტომ"ქართუ" ბანკის ვალის გასასტუმრებლად ერთი მილიონი შემოწირულობა ანგარიშზე დამიდეთ,სხვა ხარჯების თანხაც ასევე,თორემ საერთოდ მოვხსნი კანდიდატურას მეორე ტურშიო.- წერს ქრონიკა+ – ის რედაქტორი ელისო კილაძე თავის წყაროებზე დაყრდნობით. 
 
ლაპარაკია   1 მილიონ ლარზე, რომელიც ,,ქართუ ბანკიდან'' 15%-იანი სესხის სახით  მისცა ივანიშვილმა  ანუ სალომეს მინიმუმ 1მილიონ 150 ათასი ლარი აქვს გადასახდელი და თუ მეორე ტურში არაფერი გამოუვიდა,   ივანიშვილი ადრე თუ გვიან ბოლო თეთრამდე ამოიღებს მისგან ამ ფულს.
 
ბუნებრივია  სალომე ზურაბიშვილი ახლა ცდილობს თავი დააღწიოს ამ ვალს, თორემ, უკვე გაქცეული იქნებოდა პარიზში, რადგან იცის, რომ მეორე ტურში გამარჯვების შანსი არა აქვს 
 
ისმის კითხვა, შეუძლია თუ არა მას კანდიდატურის მოხსნა კანონით. 
 
ივანიშვილის ,,კანონებით'' თავის კანდიდატურას რომ ვერ მოხსნის, გასაგებია, მაგრამ კანონით, რასაკვირველია კი – თან უმტკივნეულოდ: საარჩევნო კამპანიას არ განაგრძობს – შეხვედრებზე არ მივა,ინტერვიუს არ მისცემს-მონაწილეობაზე უარს იტყვის და მორჩა !პრინციპში მან უკვე დაიწყო ეს, თუ ჟურნალისტებისთვის გუშინ შექცეული ზურგით ვიმსჯელებთ და განმარტებით, რომ ილაპარაკებს, მაშინ, როცა თავად დაიბარებს მათ. როდის ,,დაიბარებს'' სალომე ჟურნალისტებს, და როდის მივა ბოლოსდაბოლოს საკუთარ ოფისში ( სადაც არჩევნების შემდეგ არ გამოჩენილა) როგორც ჩანს იმაზეა დამოკიდებული, რა შედეგს გამოიღებს მისი მუქარა პარტიის მიმართ. 
 
 
,,რამდენადაც მე მას ვიცნობ, კანდიდატურის მოხსნა სრულიად შესაძლებელია, მისი ხასიათიდან გამომდინარე. პრინციპში პოლიტიკური პრაგმატიკიდან გამომდინარეც, რადგან ყოველდღიურად შანსები მცირდება.'' წერს პოლიტოლოგი გია უხაშვილი.
 
 
 
 

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...