„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში დიდი ვნებათაღელვაა. მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატთან გრიგოლ ვაშაძესთან დამარცხდა, პარტიაში ქაოტური სიტუაცია შეიქმნა. „ოდიშინიუსის“ წყაროს ინფორმაციით, დღე ერთ-ერთ შტაბში ე. წ. ქურდული გარჩევაც იყო, რომელშიც მონაწილეობდნენ მოქმედი საჯარო მოხელეები და ასევე ყოფილი მერი ლაშა გოგია, ვიცე-მერი გია გულორდავა. წყაროს ინფორმაციით, დაპირისპირება „შავი ფულის“ გამო მოხდა, რაც იმაში გამოიხატება, რომ არჩევნებში ოცნებამ დიდი თანხა დახარჯა, თუმცა შედეგი, როგორც შტაბში აცახდებენ, დამაკმაყოფილებელი არ არის. ე.წ. „ქურდული საქმის“ გარჩევისას დღეს „ქართული ოცნების“ შტაბში „ოდიშინიუსის წყაროს ცნობით, იმყოფებოდნენ ყოფილი მერი ირაკლი გოგოხია, საკრებულოს წევრები თაზო ფაცაცია, ოთო ქადარია, მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია და მისი მეუღლე ქეთი ყიფიანი-ბარათაშვილი-ქვარაია, დავით კოდუა, გრიგოლ მიქავა და „ქართული ოცნების“ სხვა სახეები.წყაროს ინფორმაციითვე აქვე იმყოფებოდნენ ე.წ. "ქურდული სამყაროს" , "შავი გაგების" ბიჭები, რომლებიც "ქართული ოცნების" მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს ეუბნებოდნენ, რომ ფული, რომელიც შტაბმა დახარჯა, იყო წყალში გადაყრილი და თვითონ შტაბის წევრების მიერ დახარული, ისინი კატეგოურიეულები იყვნენ და მუშტების ბრახუნით პასუხს თხოვდნენ შტაბის წევრებს, თუ რატომ არ მისცეს ფული მათ, რომ ყოფილიყო ეს თანხა მათ ხელში, არ დადგებოდა ის შედეგი, რაც არჩევნების შედეგად დადგა და დამარცხდა სალომე ზურაბიშვილი. წყარო "ოდიშინიუსთან" ყვება, რომ მუშტების ბრაგუნი და საქმის გარჩევა, ზუგდიდში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შტაბში, ყოფილი იუსტიციის სახლის გვერდზე მოხდა
სიახლეები
მსოფლიო
„ყოველი დღე ლოდინია“ — ვინ არის მამუკა გაწერელია – ქართველი მებრძოლი, რომელიც რუსეთის ტყვეობაში რჩება
რუსეთის ტყვეობაში მყოფი ქართველი მებრძოლის, მამუკა გაწერელიას, შესახებ კიდევ ერთი მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. ოჯახის...
საზოგადოება
დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია – მდინარაძე რიყის დოქებზე
,,დოქები რატოა არ ვიცი. უფრო გრაფინია. დოქი რატოა ვინმემ იცით? ამაზე რატო არავის არ...
მსოფლიო
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს
რუსებმა ოდესას სარაკეტო დარტყმები მიაყენეს . ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სერგეი კრასილენკოს თქმით,...
მსოფლიო
აშშ გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის უვადო სტატუსს აუქმებს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა საბოლოო რეგულაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო სტუდენტებისთვის, გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისთვისა...