მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,საზღვარგარეთ ემიგრანტები უბრალოდ მოტეხეს საარჩევნო პროცესიდან,“ - ევროპული საქართველო პასუხისმგებლობას...

,,საზღვარგარეთ ემიგრანტები უბრალოდ მოტეხეს საარჩევნო პროცესიდან,“ – ევროპული საქართველო პასუხისმგებლობას ცესკო-ს, იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს აკისრებს

Published on

უცხოეთში მასობრივად ვერ აძლევს ხალხი ხმას – ეს განცხადება „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ გააკეთა.
 
„საბერძნეთის რამდენიმე უბანზე მოსახლეობას მასიურად არ აქვს შესაძლებლობა არჩევნებში მონაწილეობის მიღების. ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ უცხოეთში, კანონის შესაბამისად გაიარეს რეგისტრაცია, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე და შესაბამისად, უნდა იყვნენ სიაში. ადამიანები ასობით და ათასობით კილომეტრებს გადიან, აქვთ ეს კონფირმაცია ანუ აქვთ შეტყობინება, რომ ისინი არიან სიაში, მიდიან და ადგილზე ხვდებათ მათ არაფერი, ანუ არ აძლევენ უფლებას, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში,“ – განაცხადა უგულავამ.
 
საზღვარგარეთ საარჩევნო პროცესის დროს დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას ცესკო-სთან ერთად საგარეო უწყებას და იუსტიციის სამინიტროს აკისრებს.
 
„ცესკო ვერ მოიხსნის ამაზე პასუხისმგებლობას, თუმცა პირველადი დანაშაული და როგორც ჩანს, ეს არის შეგნებულად გაკეთებული, ეს არის იუსტიციის სამინისტროს და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული გაყალბება. ჩვენ ვითხოვთ პასუხს, საკონსულო დეპარტამენტისა და იუსტიციის სამინისტროსგან, ისევე როგორც ცესკო-სგან იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, მათი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი, როდესაც ადამიანები არ ხვდებიან სიაში და ეს არ არის შემთხვევები იმიტომ, რომ უცხოეთის უბნების მიმართ, ცუდი გაგებით, სიფრთხილე გამოიჩინეს, როგორც ჩანს და მასიურად ადამიანები უბრალოდ ადგნენ და მოტეხეს საარჩევნო პროცესიდან,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...