მთავარისიახლეებიპოლიტიკაგინდათ კარგი ტორტის რეცეპტი? გინდათ ფული საქორწილო სუფრისთვის? მიდით საარჩევნო...

გინდათ კარგი ტორტის რეცეპტი? გინდათ ფული საქორწილო სუფრისთვის? მიდით საარჩევნო უბნებზე, მიმართეთ ,,ქართული ოცნების” კოორდინატორებს. თავიანთ მომსახურებაში აქეთ გადაგიხდიან ფულს

Published on

,,ქართული ოცნების'' მიერ საარჩევნო უბნებზე დილიდან მობილიზებული აგიტატორები  ამტკიცებენ, რომ სააგიტაციო ფურცლები, რომელთაც ისინი ამომრჩევლებს ურიგებენ მხოლოდ და მხოლოდ ტორტის რეცეპტებია, იდუმალი სახით მიცემული რეკომენდაციები -ნსასარგებლო რჩევები ერთი სოლიდური პარტიის სამზარეულოდან, ხოლო მათ რვეულებში დაფიქსირებული  კონკრეტულ ადამიანებზე გაცემული თანხების ერთადერთი დანიშნულება არის უანგარო შესაწევარი საქორწილო სუფრისთვის.

ამიტომაც  მოიძებნა   ქართული ოცნების მიერ მობილიზებულ მანქანებში მოხვედრის მსურველები – დღევანდელი ტორტი,  რეცეპტის სახითაც კი,   დიდი რამ არის დაკნინებულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ  ნოემბრის ბოლოს დოლარის გაძვირებას, გაზისა და  და ელექტროენერგიის საფასურის გაზრდას არ უარყოფს  ამ რეცეპტის ავტორი ხელისუფლებაც კი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა ზუგდიდის მუსაარცევნპო ოლქის ინგისი საარჩევნო უბანზეც  მათმა დამკვირვებელმა დაინახა, თუ როგორ ჩააგდო საარჩევნო ყუთში რამდენიმე კონვერტი საარჩევნო ყუთის ზედამხედველმა კომისიის წევრმა.

 სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს,  ის, რომ ტორტის რეცეპტის დარიგების ვერსიას რომ ამყარებს, არც მეტი, არც ნაკლები, ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

 ინგირში საარჩევნო უბანზე ბიულეტენების ჩაყრის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დადასტურდა. არავითარი კონვერტი მას არ ჩაუგდია. . ამ ადამიანმა ხმა მისცა სპეციალური სიით. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მას ხელში ეჭირა ქაღალდები, ეს იყო მის მიერ უბანზე მიტანილი ნამცხვრის რეცეპტის ქსეროასლები. როგორც ჩანს, ნამცხვარი მოეწონათ და რეცეპტები სთხოვეს“, – 
 
ასეა თუ ისე, ტირტის რეცეპტის ამბავი კვლავ აქტუალური რჩება. .თუმცა ვინ იცის, იქნებ  ბევრმა ისარგებლა  არა ხელისუფლების, არამედ ნიკა მელიას რეცეპტით:  ,,მოგატყუათ ოცნებამ?, მოატყუეთ – ოცნება თქვენც''.

რომელ რეცეპტს აირჩევს ხალხი, სულ მალე ვნახავთ 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...