მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ბაქრაძე: ხელისუფლება ნერვიულობს, რადგან არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია...

დავით ბაქრაძე: ხელისუფლება ნერვიულობს, რადგან არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს.

Published on

ყველა სიმპტომი და პროცესის მიმდინარეობა ადასტურებს იმას, რომ ხელისუფლებას ძალიან უჭირს. ამის ნიშანია მრავალრიცხოვანი დარღვევები, რომელიც ხდება უბნებზე – ამის შესახებ განცხადება, ”ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ, საარჩევნო პროცესის შეფასებისას გააკეთა.
 
ბაქრაძის თქმით, ხელისუფლება ნერვიულობს, რადგან არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი იმისა, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს.
 
„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ნერვიულობს და ძალიან საფუძვლიანად ნერვიულობს იმის თაობაზე, რომ ამ არჩევნებზე რეალურად, არსებობს ძალიან მაღალი მოლოდინი და ალბათობა ოპოზიციის გამარჯვების. მიუხედავად ყველა ამ დარღვევის, მე მინდა მივმართო ჩვენს ამომრჩეველს, პირველ რიგში მადლობა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც უკვე მივიდა და გამოხატა საკუთარი პოზიცია უკეთესი  და საიმედო დღის სასარგებლოდ,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
 
საპრეზიდენტო კანდიდატი იმ ადამიანებსაც მიმართავს, ვინც ჯერ არჩევნებზე არ მისულა და საკუთარი არჩევანი არ დაუფიქსირებია. მან მოქალაქეებს მოუწოდა მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ხმა დააფიქსირონ. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...