მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების'' აგიტატორების შემოსევა საარჩევნო უბნებზე, შალვა ნათელაშვილის პროტესტი და მდინარაძის...

,,ქართული ოცნების” აგიტატორების შემოსევა საარჩევნო უბნებზე, შალვა ნათელაშვილის პროტესტი და მდინარაძის მოწოდება კოორდინატორებისადმი ასეთ სტილში გააგრძელონ მუშაობა

Published on

ხმაურით მიმდინარეობს არჩევნები არა მხოლოდ რეგიონებში არამედ, თბილისშიც. თემქაზე, 83-ე საარჩევნო უბანზე ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერსა და უბნის თავმჯდომარეოს შორის დაპირისპირება მოხდა.
 
შალვა ნათელაშვილის თქმით, უბანთან გარკვეული ადამიანების ჯგუფი აგიტაციას ეწეოდა. დარღვევის შესახებ დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა, თუმცა ის უბნის თავმჯდომარემ არ დაარეგისტრირა.
 
ასეთივე სურათია ყველგან, მათ შორის ზუგდიდშიც.
 
ქართული ოცნების  ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე კი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პარტიის  აგიტატორები კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მოუწოდებს მათ, გააგრძელონ მუშაობა,.  
 
“ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს პარტიულ აქტივს, ჩვენს კოორდინატორებს აბსოლუტურად სრული უფლება აქვთ, იყვნენ საარჩევნო უბნების გარეთ. მათ შორის აქვთ აგიტაციის უფლება, თუმცა აგიტაციის ფაქტები არ ფიქსირდება. საუბარია იმაზე, რომ აღრიცხავენ ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობას, რისი სრული უფლებაც გააჩნიათ. მოვუწოდებ მათ – კანონის ფარგლებში როგორც იქცეოდნენ, ასევე გააგრძელონ მუშაობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ

 

მდინარაძემ  პრრსკონფერენციაზე ასევე მიმართა ოპოზიციას, თავი დაანებონ მათ მხარდამჭერებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენას.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...