მთავარისიახლეებიპოლიტიკალელა ქებურია - ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული

ლელა ქებურია – ზუგდიდში, საარჩევნო უბნებთან ე.წ. ძველი ბიჭები არიან მობილიზებული

Published on

„ქართული ოცნება" თავის ჩვეულ ტაქტიკას მიმართავს, შეინიშნება უზარმაზარი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. უბნებთან ე.წ ძველი ბიჭები არიან მობილიზებულნი,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
 
„დაშინების ფაქტებიც იყო. წუხელ ჩვენს აგიტატორთან მივიდნენ და იყო ე.წ. მეგობრული რჩევები.ზოგ შემთხვევაში იყო მუქარა სამსახურის დაკარგვის, დაშინების და ა.შ. ამას რამდენიმე უბანზე ადგილი დღესაც ჰქონდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩეველი მობილიზებული ქნება და მაღალი აქტივობა დაფიქსირდება, იმისათვის, რომ ეს არჩევნები გახდეს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც ამ 6 წლის განმავლობაში ხდება.- განაცხადა ლელა ქებურიამ.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...