მთავარისიახლეებიპოლიტიკადილიდან მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო. გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ...

დილიდან მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო. გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული ფაქტები წარმოადგინეს.

Published on

გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, დილიდან მმართველმა პარტიამ ამომრჩევლების მოსყიდვა დაიწყო. ამის შესახებ ”ახალი საქართველოს” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე ისაუბრა.
 
ცოტა ხნის წინ გრიგოლ ვაშაძის შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციამ კონკრეტული ფაქტები წარმოადგინა. საუბარია მანქანებით ამომრჩევლის საარჩევნო უბნებზე ორგანიზებულ მიყვანაზე.
 
გიორგი ვაშაძე დარღვევებზე რეაგირებას ითხოვს.
 
„საგანგაშოა, რომ ქობულეთის 32-ე უბანზე 2 ხუთი ნომერია ბიულეტენში, ანუ მეორე 51 თუ რაღაც უნდა ყოფილიყო და ერთიანი აკლია ბიულეტენში. დაფიქსირებულია ავტომანქანებიდან პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები საარჩევნო უბნებზე, თანხებს როგორ არიგებს „ქართული ოცნების“ აქტივისტები. მასიურად, საარჩევნო უბნებზე შესასვლელში არის გამოკრული დარღვევით „ქართული ოცნების“ პლაკატები, რაც არის ასევე დარღვევა და ჩვენ საჩივრები გვაქვს შეტანილი შესაბამისი და ვითხოვთ კომისიებისგან, რომ გასუფთავდეს საარჩევნო უბნები, რომ არ მოხდეს ამომრჩეველზე ზეწოლა,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
 
გიორგი ვაშაძემ ასევე ისაუბრა მარნეულის 58-ე  უბანზე მომხდარ დარღვევაზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დეპუტატი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ფიზიკურად გაუსწორდა.
 
გარდა ამისა, ვაშაძემ განაცხადა, რომ გლდანში 82-ე და 83-ე უბანზე ავტომობილიდან მოქალაქეებს ფულს ურიგებენ. მისივე თქმით, ახალქალაქში რამდენიმე უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
 
„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას,“ რომ შეეშვით ამომრჩევლის მოსყიდვას. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული,“ – აღნიშნა ვაშაძემ.
 
 
 

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...