მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის სახალხო პარტიისპრეზიდენტი გმობს ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტს

ევროპის სახალხო პარტიისპრეზიდენტი გმობს ნაციონალური მოძრაობის ოფისზე თავდასხმის ფაქტს

Published on

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დაული დედოფლისწყაროში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ნაციონალური მოძრაობიდან" აცნობეს, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა მომხდარი ფაქტი დაგმო და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარება მოითხოვა.
"მკაცრად ვგმობ შეიარაღებულ თავდასხმასა და ძალადობას საქართველოს ოპოზიციური პარტიის – ენმ-ს ოფისზე დედოფლისწყაროში. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება და თავიდან უნდა აიცილოს მომავალი ესკალაცია. ასეთი ქმედებები მიუღებელია და ზიანს აყენებს საქართველოს მომავალს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის წინ", – განაცხადა ჯოზეფ დაულმა. 
რამდენიმე დღის წინ დედოფლისწყაროში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოფისი დაცხრილეს. 
აღნიშნულ ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...