მთავარისიახლეებისაზოგადოებავისი საქართველო სად არის?

ვისი საქართველო სად არის?

Published on

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ამ წუთებში გრძელდება. ზაზა სარალიძის დაკავების შემდეგ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, აქციის მონაწილეებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გუშინ, ღამით რუსთაველზე კარვები გაშალეს, რის გამოც ვითარება ადგილზე რამდენჯერმე დაიძაბა. მაგრამ ხელისუფლებამ ვერ შეძლო აქციის ახალი ტალღის შეჩერება. 
 
„ჩვენ შევეცდებით, ყველა ძალა, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რავ გაგვაჩნია, რაც ხალხს გააჩნია, რომ მივმართოთ ყველას, რომ სარალიძე იქნას გათავისუფლებული. დღეიდან მასშტაბურ ხასიათს მიიღებს, აქციები გაგრძელდება,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. ზაზა სარალიძე კი  ამ დრომდე კლინიკაში რჩება  და ხელისფლება ხელების ფშვნეტით ელოდება, როდის გაუმჯობესდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ   კვლავ ციხეში დააბრუნოს .

 
ხელისუფლებას თავი ყოვლისშემძლე ჰგონია, მაგრამ შვილმოკლული ზაზა სარალიძის პროვოცირებას და  დაპატიმრებას ვერ გაცდა.  ხელისუფლების მამამ ბიძუინა ივანიშვილმა კი გუშინდელ ინტერვიუში უნებლიედ წამოროშა არჩევნებამდე ორი დღით ადრე  ამ დაკავების მოტივი: ,,ზაზა სარალიძე რუსთაველზე ადგილს უნახავს ნაციონალურ მოძრაობას..''
 
 ასეთი რამ უკვე არ ჭრის. ზაზა სარალიძე დაპატიმრებულია, მაგრამ არა მიტოვებული. საქართველო სათავისოდ შემოიღობეს, მაგრამ ჭუჭყიანი ფული ლპება და  მყარი მასალა არ არის ზღუდერისათვის,  ბოლოს  უსამართლობაზე დამყარებული  ყველა ღობე იშლება, თუნდაც ლოდებისგან იყოს ნაშენი, ასეთ ღობეებს      ანგრევს სამართლის მაძიებელი მამის  ადამიანური სევდა, რომელიც  რუსთაველზე იყო და რჩება .
 
 
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელსაც, ვეჭვობთ, თავის თავში სრულიად უსამართლოდ არანაკლები მწერალი ყავს დამწყვდეული,   წერს:  
 
,,გათენდა რუსთაველზეც.
კარვები ადგილზეა.
მეეზოვეც მოვიდა, დაგვაშიც დავეხმარეთ, კარავი თვითონ გამოვგავეთ, გამოველაპარაკეთ…
კარავში ძილი არაა ძნელი, არც ისე ძილია ძნელი, როგორც აქ სძინავთ მალხაზის და ზაზას მხარდამჭერებს.
ძნელია ზაზა სარალიძე იყო, ან მალხაზ მაჩალიკაშვილი…
რუსთაველზე ყველაფერი ძველებურადაა, მხოლოდ ზაზას მოთქმა არ ისმის, გათენებისას მძიმედ, მამური ტემბრით რომ ისმოდა:
"დათუნა, გათენდა, ბიჭოოოო…"
და იგივე, დაღამებისას, გრძელი, მოკლული შვილის სახებით სავსე ღამის შიშშეპარული ამოოხვრით: "დაღამდა, ბიჭოოოო!.."
დილა მშვიდობისა, საქართველო…''

სიახლეები

დუბაი-თელ-ავივის რეისის ინციდენტის ერთ-ერთ ამხსნელ ვერსიად ტერაქტს განიხილავენ

ებრაული მედიები მე-12 არხი და Ynet იუწყებიან, რომ ისრაელში სულ უფრო მყარდება მოსაზრება, რომლის...

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა

რუსეთმა დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვა გაახანგრძლივა - ინფორმაციას რუსული მედია tass.ru ავრცელებს. „ხელი მოეწერა ბრძანებულებას,...

კირცხალია ღარიბაშვილს-ბოლომდე დაემსგავსეთ სააკაშვილს

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილი გავრცელდა, სადაც მან სიახლე შემოგვთავაზა. წინა განცხადებებისგან განსხვავებით, რომელშიც აქცენტები...

თიბისი მომხმარებლებს საქართველოს დიდი ქალაქების საზოგადოებრივ ტრანსპორტში 50%-იან ქეშბექს სთავაზობს

თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს. ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის,...