მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ახლა არ არის ფრაგმენტაციის დრო'' - თინათინ ბოკუჩავა გიგა ბოკერიას კითხვას...

,,ახლა არ არის ფრაგმენტაციის დრო” – თინათინ ბოკუჩავა გიგა ბოკერიას კითხვას პასუხობს

Published on

 
„ვეკითხებით გრიგოლ ვაშაძეს და „ნაციონალურ მოძრაობას“, დაუჭერენ თუ არა მხარს დავით ბაქრაძეს არჩევნების მეორე ტურში?!, – აღნიშნული კითხვით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კონკურენტ პარტიას და მის საპრეზიდენტო კანდიდატს მიმართავს.
 
 ბოკერიას კითხვის პასუხად  „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა,  რომ  არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე გავა და  მთელი ოპოზიცია მის მხარდასაჭერად უნდა გაერთიანდეს.
 
„ერთადერთი კვალიფიციური კვლევის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო კვლევის სტანდარტებს იცავს და ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ძალიან ნათლად აჩვენებს, რომ დიახ, იქნება მეორე ტური და ამ მეორე ტურში იქნებიან გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ერთადერთი კვალიფიციური კვლევა, რომელსაც შეგვიძლია, რომ დავეყრდნოთ და სწორედ ამ შედეგს შეგვიძლია, რომ დაველოდოთ 28 ოქტომბერს. ამის შემდეგ მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია შეძლებს მართლაც სრულად გაერთიანებას იმიტომ, რომ ახლა არ არის ფრაგმენტაციის, დაყოფის და განსხვავებების ძებნის დრო. ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ და ერთად დავამარცხოთ ხელისუფლების კანდიდატი, რომელიც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...