მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა სარალიძე მძიმე მდგომარეობაშია - რამდენიმე წუთის წინ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ზაზა სარალიძე მძიმე მდგომარეობაშია – რამდენიმე წუთის წინ იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს

Published on

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რამდენიმე წუთის წინ შეუძლოდ გახდა და ამის გამო, მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. შვილმოკლული მამის ადვოკატის თქმით, ზაზა სარალიძეს აქვს მაღალი შაქარი აქვს. დავით სარალიძის მამის უფლებადამცველის, ნესტან ლონდარიძის განმარტებით, ზაზა სარალიძის მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ში შემოყვანის პროცედურებს ადვოკატი არ დაასწრეს.
 
„მე, როდესაც აქ გამოვცხადდი, ზაზა სარალიძე იყო მძიმე მდგომარეობაში. მას აქვს ემოციური ფონიც და გარდა ამისა, ის მთელი დღის განმავლობაში საკვებს გარეშე იმყოფებოდა, რამაც გამოიწვია შაქრის მაღალი დონე და მაღალი წნევა, შესაბამისად, სასწრაფოს გამოძახება მოვითხოვეთ, სასწრაფო მოსულია, იმყოფება უკვე შენობაში, შემოწმება მიმდინარეობს და გადაგვყავს კლინიკაში, რადგან აქვს ძალიან მაღალი შაქარი. თავად ზაზა სარალიძის განმარტებით, მან მოითხოვა, რომ ადვოკატი დასწრებოდა შემოყვანის პროცედურას, თუმცა ამის მიუხედავად, მე არ დამასწრეს, არ დაუძახიათ და არ ვიმყოფებოდი შემოყვანის პროცედურების დროს. მას ედავებიან პოლიციელზე თავდასხმას, თუმცა ეს რამდენად საფუძვლიანია, ამას ჩვენ გავარკვევთ და შესაბამისი არგუმენტები გვექნება,“- განაცხადა ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ.
 
მანამდე კი ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სამართალდამცველებმა დააკავეს. 
 
ზაზა სარალიძე, რომელიც პირველი დეკემბრის შემდეგ შვილის მკვლელის დასჯას ითხოვს და ამ მოთხოვნით აქციას მართავს, შს სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელებთან დაპირისპირების გამო დააკავეს.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...