მთავარისიახლეებიპოლიტიკაოქტომბერში სავარაუდო ზეწოლისა და იძულების - 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების - 7...

ოქტომბერში სავარაუდო ზეწოლისა და იძულების – 13; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 7 ფაქტი და მრავალი სხვა დარღვევა დაფიქსირდა – ნათქვამია ISFED-ის ანგარიშში

Published on

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის თანახმად, 1 -24 ოქტომბრის საანგარიშო პერიოდში, სავარაუდო ზეწოლისა და იძულების – 13; ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის -5; ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების – 7; ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის -4; წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის -11; აგიტაციაში კანონდარღვევით მონაწილეობის -13; სააგიტაციო მასალების დაზიანების -40 და კამპანიის წესების დარღვევის -1 შემთხვევა დაფიქსირდა.
 
ანგარიშის პრეზენტაცია ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ დღეს გამართა.
 
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, საყურადღებოა საეჭვო შემოწირულების შემთხვევა და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში თანამდებობის პირების გადადგომის ფაქტები.
 
ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებისთვის სხვადასხვა რეგიონში გახდა ცნობილი, რომ საჯარო სამსახურებში და მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ებში დასაქმებულ პირებს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ავალებენ ე.წ.მხარდამჭერთა სიების შეგროვებას. დამკვირვებლების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, ასეთ სიებში მიეთითება ადგილობრივ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ნათესავების და ახლობლების სახელი, გვარი, პირადი ნომერი, რეგისტრაციის მისამართი, საარჩევნო უბნის ნომერი. სიის შემდგენ პირს ევალება უზრუნველყოს, რომ სიაში ჩამოთვლილი პირები ხმას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს მისცემენ.
 
ISFED-ის შეფასებით, აღნიშნული ფაქტები, ზეწოლისა და იძულების გარდა ასევე შეიცავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს. დაფიქსირდა ზეწოლის და იძულების სხვა შემთხვევებიც, მათ შორის სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მიმართ დახმარების მოხსნის მუქარა, თუ ისინი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას არ დაუდასტურებენ.

სიახლეები

ოცნება BBC-ის წინააღმდეგ მესამე საჩივარს ამზადებს

"აღმოჩნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სამართლებრივი სისტემა ყოფილა კოშმარი. არ ვიცი რა პირით გვესაუბრებიან რაიმე...

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონია. თბილისში მიმდინარე ტურნირის ფინალში ლიპარტელიანმა ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ოქროს...

ოპოზიციის ალიანსი ფასების შემცირებასთან დაკავშირებით გეგმას აქვეყნებს

დღეს საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომელსაც არ შეეხო გაზრდილი ფასების პრობლემა. ეს ხდება იმიტომ,...

სააპელაციომ 11 დემონსტრანტის საქმეზე საქალაქოს გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლოში ჯგუფური ქმედების საბაბით დაკავებული ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი,...