მთავარისიახლეებიპოლიტიკაროგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების - გრიგოლ ვაშაძე ,,ქართული...

როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების – გრიგოლ ვაშაძე ,,ქართული ოცნების” მორიგ კვლევას ეხმაურება

Published on

როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების,- ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" საპრეზიდენტო კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, „ქართული ოცნების" ახალი კვლევის შედეგების კომენტირებისას განაცხადა.
 
„ამაზე არსებობს ზრდილობიანი და ძალიან ზრდილობიანი პასუხი. ზრდილობიანი პასუხი არის ის, რომ როდესაც შულერებთან გაქვს საქმე, უნდა იცოდე, რომ შულერებს ყოველთვის დანიშნული ბანქოს დასტა უდევთ ჯიბეში. ძალიან ზრდილობიანი პასუხი არის ის, რომ როგორი გამყალბებლებიც არიან არჩევნების, ისეთი გამყალბებლები არიან კვლევების. ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ნორმალური ხელისუფლების პირობებში ამის გამკეთებლები დაისჯებოდნენ სასტიკად",- განაცხადა ვაშაძემ.
 
პარტია „ქართული ოცნება“ სოციოლოგიური კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, მათ მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი 54 %-იანი მხარდაჭერით არჩევნებს პირველივე ტურში იგებს. მორიგი კვლევის შედეგები საზოგადოებას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ გააცნო.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...