მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ მოეჩვენა რომან გოცირიძეს უმი ხახვი მწვადად?

რატომ მოეჩვენა რომან გოცირიძეს უმი ხახვი მწვადად?

Published on

,,ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს. – ეს  იყო ადამიანის სრული გაშიშვლება, ავტობიოგრაფია, რომელმაც ყველა ეჭვი გააქრო.''
 
ამ ინტერვიუდან გავიგეთ, რომ თურმე, ქვეყანაში ყველაფერში დამნაშავე „რუსთავი 2“ ყოფილა. ამ დილით გამოვრთე „რუსთავი 2“, მივირთვი უმი ხახვი და მწვადად მომეჩვენა.
 

 
 
„ბიძინა ივანიშვილი მაგონებს ინდიელთა ბელადზე, „ჩინგა ჩუნგზე“ ფილმს, რომელიც ინდიელთა მეგობარია; ბიძინა კი, კორუმპირებულთა და დამნაშავეთა მეგობარი.
 

 
 
 
 
ყველა შეკითხვას, რაც კი არსებობდა, პასუხი გაეცა: კანაფის გაშენება მისი ინიციატივა ყოფილა, ფარცხალაძის დანაშაულიც იცოდა, უნდა, რომ მედია ჩაახშოს და იდეაფიქსად აქვს „რუსთავი 2“-ის განადგურება. პრობლემა ყოფილა არა ხელისუფლების მიერ დანგრეულ ეკონომიკაში, ჩაფლავებულ 6 წელიწადში, არამედ „რუსთავი 2“-ის მიერ საზოგადოებით მანიპულირებაში. ბიძინას აზრით, თურმე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმე მიდის სწორად და ამაში ხელისუფლება არ ერევა. მირზა სუბელიანმა რა დანაშაულებზეც ისაუბრა, ამაზე ამბობს, რომ სუბელიანი ფსიქიკურად ჯანმრთელი და მთლად დალაგებული არ არის“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
მისივე თქმით, საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული აქვთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მიზანი პოლიტიკური, ფინანსური, კორუფციული და სხვა სახის ინტერესების დაკმაყოფილებაა.

 
 
„იმაზე კარგი დიაგნოზი, რაც დასვა „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ბერლინის ოფისმა არ არსებობს – საქართველოში ქვეყანა ვიღაცეებმა მიიტაცეს. ეს ტერმინი პირველად იქნა საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული. საქართველოში ხელისუფლება მიტაცებული აქვთ ადამიანთა ჯგუფს, რომელთა მიზანია პოლიტიკური, ფინანსური, კორუფციული და სხვა სახის ინტერესების დაკმაყოფილება. რეალურად ქვეყანას მართავს ბელადი და არა კონსტიტუციურად არჩეული ორგანოები. ბიძინა ივანიშვილი დაფრინავს ცაში და გონია, რომ მას აქვს საზოგადოების ჭარბი ნდობა. ჭარბი ნდობა მას ჰქონდა მაშინ, როცა მოდიოდა ხელისუფლებაში ტყუილით და რუსეთის დახმარებით, ცოცხების დადგმული სცენარით. მაშინ საზოგადოება კი არა „ნაციონალური მოძაობის“ აქტიური მხარდამჭერებიც კი მოტყუვდნენ. ამ 6 წლის განმავლობაში ნდობის დაბრუნება იმიტომ ვერ მოვახერხეთ, რომ ძალიან ძლიერი იყო რუსეთის მხარდაჭერა. ივანიშვილმა იმის თქმაც კი ვერ გაბედა, რომ რუსეთმა დაიპყრო ყირიმი. რეალურად, ეს ინტერვიუ იყო ადამიანის სრული გაშიშვლება, ეს იყო ავტობიოგრაფია და ყველა ეჭვი გაქრა. „ვანოს შოუსაც“ ერთი წლის მარაგი მისცა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ გუშინ სამი არხის – „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „ტვ პირველის“ პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებს მისცა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, „დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“. 

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...