მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ქართული ოცნების '' რიგებს მასიურად ტოვებენ

,,ქართული ოცნების ” რიგებს მასიურად ტოვებენ

Published on

„არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ცალსახა გახდა ტენდენცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მიერ პარტიის დატოვების'' –  განაცხადა დღეს ქუთაისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე  „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა  გიგი უგულავამ
 
მისი განცხადებით,  ქვეყნის მასშტაბით, ჯამში "ევროპული საქართველოს" რიგებს "ქართული ოცნების" 300 მხარდამჭერი შეუერთდა, ამ დღეებში კი სახელისუფლებო გუნდი იმერეთის და აჭარის მასშტაბით 8 ადამიანმაც დატოვა. მათ შორის ერთ-ერთი წყალტუბოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია. ისინი ,, ევროპულ საქართველოს'' შეუერთდნენ.
 
ეს ბრიფინგზე დაადასტურა  თავად კონსტანტინე შვანგირაძემაც, რომელიც წყალტუბოს საკრებულოში უმრავლესობას წარმოადგენდა.
 
 "ქართულ ოცნებაში" იტყვიან, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ყოფილან მათთან და ეს არის მათი სირცხვილი. –  განაცხადა გიგი უგულავამ და  განმარტა მხარდამჭერების მიერ ,,ქართული ოცნების რიგების დატოვების ერთერთი მიზეზიც :
 
ეს ადამიანები გრძნობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის ნაღმი ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძველში, ამიტომ უარს ამბობენ მის მხარდაჭერაზე. ოპოზიციიდან ოპოზიციაში გადასვლა არაა გმირობა, მაგრამ გმირობაა ხელისუფლების გუნდიდან ოპოზიციაში გადასვლა, ამიტომ ჩვენ ვართ ღია ყველა ამ ადამიანისთვის.
 
სალომე ზურაბიშვილი არის პოლიტიკური ჯილეხი და ის არ უნდა გახდეს პრეზიდენტი", – განაცხადა მან. 
 
 

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...