მთავარისიახლეებიპოლიტიკარა მოისმინეს ხობელებმა სალომე ზურაბიშვილისგან?

რა მოისმინეს ხობელებმა სალომე ზურაბიშვილისგან?

Published on

სალომე ზურაბიშვილი  თავს უკვე პრეზიდენტად იხსენიებს და  ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. ეს იყო ორი მნიშვნელოვანი მომენტი მისი გამოსვლიდან ხობში გამართულ შეხვედრაზე.
 
,,მე ვთვლი, როგორც პრეზიდენტი, რომ არ შეიძლება, რომ საქართველოში არ დასრულდეს ის გამოძიება, რომელიც ეხება ზვიად გამსახურდიას, პრეზიდენტის სიკვდილს. ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ჩვენ ვალდებული ვართ, რომ დავასრულოთ, დავხუროთ ეს ფურცელი ჩვენი ისტორიის,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
სალომე ზურაბიშვილის ნება და უფლებაა თავის ფერად სიზრებში თავი უკვე პრეზიდენტად წარმოიდგინოს,მაგრამ  რამდენად აქვს  მორალური უფლება ისაუბროს ზვიად გამსახურდიაზე, რომლის დევნაში თავად მასაც უდევს წვლილი. – საკითხავი ეს არის. 
საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ის მასალა არ არის, რომელიც სალომე ზურაბიშვილს თავისი პიარისთვის გამოადგება და მას უნდა ესმოდეს უკურექაცია, რომელსაც მსგავსი განცხადებები წვევს, რადგან ხალხის მეხსიერება ასე იოლად წასაშლელი არ არის.  
 
შეხვედრაზე გაჟღერდა თემაც  ,,სოფლის შენებას რა უნდა'' :  .„მომავალს ერთად ვაშენებთ და ამისთვის ვარ აქ ჩამოსული.''  – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
 
,,ქართული ოცნების'' მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრას კულტურის სახლში ძირითადად საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, რომლებიც რეგიონის თითქმის ყველა რაიონიდან ჩაიყვანეს ხობში. თანამდებობის პირების გარდა, შეხვედრას მეეზოვეებიც ესწრებოდნენ. კულტურის სახლში მივიდნენ ექიმები და პედაგოგებიც.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...