მთავარისიახლეებიპოლიტიკაალეკო ელისაშვილი გიორგი ბადაშვილის და გიორგი გოგაძის მხრიდან გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას...

ალეკო ელისაშვილი გიორგი ბადაშვილის და გიორგი გოგაძის მხრიდან გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

Published on

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ სამარცხვინო უწოდა ალეკო ელისაშვილმა მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას.

როგორც ცნობილია, გოგაძემ საკრებულოს დეპუტატი სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა და წელიწადნახევრის წინ პატიმრების შეწყალების შესახებ მისგან არანაირი ინფორმაცია არ მიუღია.

„ძალიან სამარცხვინო პერსონაჟი აღმოჩნდა გოგაძე, რომელიც ამაოდ იღებდა ხელფასს. საშვებია დაფიქსირებული, ბადაშვილთან კაბინეტში რომ შევედი ვიდეო კამერას ექნებოდა გადაღებული და ა.შ.“ – განმარტავს ალეკო ელისაშვილი.

მისი მტკიცებით, ის უშუალოდ გოგაძემ აიყვანა ბადაშვილთან და იმ შეხვედრას ესწრებოდით სამივე. დეპუტატის თქმით, მან შეხვედრისას საგამოძიებო ორგანოს ძალიან სერიოზული ინფორმაცია.

„მათ სხვა არხებიდანაც მიაწოდეს ინფორმაცია, ვინაიდან, ამ დღეებში მოხდება ყველას დაკითხვა, მათ შორის იმ ადამიანების, ვინც ზუსტად მიაწოდა ინფორმაცია და მათ ყური არ შეიბერტყეს და არ დაიწყეს გამოძიება, აბა ახლა რას იტყვის, ის არის გადასული თავდაცვის პოზაში და მას არ აღმოაჩნდა არც მოქალაქეობრივი შეგნება, ის არც პროკურორია რეალურად, როგორც ქვეყანას ჭირდება, სამარცხვინო ადამიანია,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატი ყოფილი მთავარი პროკურორის გიორგი ბადაშვილის და მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის მხრიდან გულგრილობის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

 

სიახლეები

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ისრაელში 26-ე ქნესეთის არჩევნები იმართება. ეს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული...

  2026 წლის ოქროს ბურთის რეიტინგში  ხვიჩა  კვარაცხელიამ მე-6 ადგილი  დაიკავა

  საქართველოს ნაკრების კაპიტანმა და ფრანგული „პსჟ“-ს ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ რეიტინგში...

TI-ოცნება სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის გარეშე დატოვებს

„ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ცდილობს, რაც სულ მცირე 800 000 მოქალაქეს პოლიტიკური არჩევანის...