მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,უფრო დიდი უღირსობა არ არსებობს - ადამიანი ბოდიშს რომ მოგიხდის და შენ...

,,უფრო დიდი უღირსობა არ არსებობს – ადამიანი ბოდიშს რომ მოგიხდის და შენ დამცინავ სტატუსს გამოაცხობ ” – ქეთი ქურდოვანიძე

Published on

„ ვზივარ ჩემთვის ფრანქფურტში, მოვიდა სააკაშვილი, საჯაროდ მომიბოდიშა, საქართველოსთვის თავდადებული მებრძოლი მიწოდა და წავიდა. აღარ ვარ რუსეთის საელჩოსთან  "შნურით" მიბმული“, – წერს ლევან ბერძენიშვილი მისთვის დამახასიათებელი სარკაზმით .
საუბარია იმაზე, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მიწვეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლევან ბერძენიშვილს და მისი სახით ყველას, ვისგანაც შესაძლოა, სურვილის შემთხვევაში,  რაიმე კარგი გამოვიდეს ქვეყნისთვის, შერიგების ხელი გაუწოდა     
 
მიხეილ სააკაშვილი, როგორც იტყვიან, იობის მოთმინებით ეხმიანება ამ სარკასტულ განცხადებას:
 
,,გუშინ ლევან ბერძენიშვილს მართლა ვუთხარი, რომ ვაფასებ მის ბრძოლას თავისუფლებისთვის,საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ. არასწორად მიმაჩნია მისი რუსეთის ჯაშუშად გამოცხადება.ვთვლი,რომ ჩვენ ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნისთვის.თუ ეს ბოდიშად ჩაითვალა,მე არ მწყინს და არც სხვამ უნდა განიცადოს.
 
ჩვენ ყველანი უნდა დავდგეთ პირად წყენებზე მაღლა და ერთად დავუპირისპირდეთ დიდ საფრთხეს …
 
რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, მით უფრო დამაჯერებლად და სწრაფად გაიმარჯვებს საქართველო..'' წერს მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე.
 
ის, რასაც არ ამბობს სააკაშვილი, იმ მოსაზრებით, რაც ამ სტატუსშია განმარტებული,  თქვა საქართველოს ერთერთმა საუკეთესო პუბლიცისტმა ქეთევან ქურდოვანიძემ: 
 
უფრო დიდი უღირსობა არ არსებობს – ადამიანი ბოდიშს რომ მოგიხდის და შენ დამცინავ სტატუსს გამოაცხობ. ნეტავ, რას იზამდა, ბიძინას რომ მოეხადა ბოდიში?

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...